კრეათონის 30 გუნდს შორის BTU-ს სტუდენტების გუნდმა გაიმარჯვა!
14 მაისი 2019



კრეათონის 30 გუნდს შორის BTU-ს სტუდენტების გუნდმა გაიმარჯვა!

▪ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში შემეცნებით-შემოქმედებითი სტუდენტური კონკურსის „კრეათონი – ფიროსმანი ციფრულ სივრცეში“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

▪ციფრული კამპანის ნომინაციაში საბა ლანჩავამ და ოთარ ტერტერაშვილმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაიმარჯვეს.

▪კრეათონის საკონკურსო დავალებები მოიცავდა ნიკო ფიროსმანის შემოქმედების ირგვლივ სხვადასხვა ტიპის ნამუშევრის შექმნას გრაფიკული დიზაინისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. კრეათონში მონაწილეობა მიიღო 14 უნივერსიტეტის 30-მა გუნდმა.

▪დაჯილდოების ცერემონიალზე ციფრული კამპანიისა და დიზაინის კატეგორიაში გამოვლინდნენ საუკეთესო ნამუშევრების ავტორები. გამარჯვებულებს საპატიო და ორიგინალურ ჯილდოებთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ პროექტის მომდევნო ეტაპების განხორციელებაში, რომელიც სიღნაღში 2019 წლის შემოდგომაზე გაიმართება.