Boot Camp
14 მაისი 2019

კულტურისა და ინოვაციების ინტეგრირების მიზნით, თბილისის ისტორიის მუზეუმ ქარვასლაში არსებულ, თბილისის კრეატიულ ცენტრში Boot Camp იწყება.

 თბილისის კრეატიული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს კრეატიულ ინდუსტრიებში მომუშავე პირებს, შექმნან სტარტაპები, მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები, გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისურის ცოდნა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ გამართულ ვორკშოპებში, ასევე მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსში და მოახდინონ საკუთარი სტარტაპებისკომერციალიზაცია მსოფლიო ბაზარზე.

 Boot Camp - ის ფარგლებში სტარტაპერებს აქვთ შესაძლებლობა, ინტენსიურ რეჟიმში იმუშაონ თავიანთ სტარტაპებზე და ტრენერების ინდივიდუალური მიდგომებით მოიძიონ ყველა მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია უშუალოდ მათი სტარტაპის განვითარება და კომერციალიზაციისათვის.

 თბილისის კრეატიული ცენტრის პროექტი იყოფა რამდენიმე ეტაპად, თითოეული ეტაპი, არის გათვლილი იქიდან გამომდინარე თუ რა სჭირდება მონაწილეს, რომელიც ჩართულია პროექტში, პროექტი არტ ინკუბატორის ფარგლებში მონაწილეები იღებენ სრულ ცოდნას სტარტაპ იდეების ჩამოყალიბების განვითარებისა და კომერციალიზაციის გზების შესახებ.