ბიზნეს კლინიკა
14 მაისი 2019

თბი­ლი­სის კრე­ა­ტი­უ­ლი ცენ­ტრი ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს მხარ­და­ჭე­რით, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­თან პარტნი­ო­რო­ბით, ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და Henley Business Shool-ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით 2019 წელს ამოქ­მედ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი „შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­პერ­წკლის“ მიერ ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს მხარ­და­ჭე­რით არის შექ­მნი­ლი და რამ­დე­ნი­მე ეტა­პად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ბიზ­ნეს კლი­ნი­კაც, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, მი­ი­ღონ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის კონ­სულ­ტა­ცია უკვე არ­სე­ბულ თუ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში მყოფ სტარ­ტა­პებ­ზე. პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და­ახ­ლო­ე­ბით 100 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი იღებს.

“თბი­ლი­სის კრე­ა­ტი­უ­ლი ცენ­ტრი არის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ქარ­ვას­ლა­ში, თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უმ­ში ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან პარტნი­ო­რო­ბით შე­იქ­მნა. ეს არის „შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­პერ­წკლის“ მიერ ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს მხარ­და­ჭე­რით შექ­მნი­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ეტა­პად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე წარ­მო­ვად­გენთ ბიზ­ნეს კლი­ნი­კა­საც, რაც გუ­ლის­ხმობს შე­მოქ­მე­დე­ბით ინ­დუსტრი­ა­ში მო­მუ­შა­ვე სტარ­ტა­პე­ბის­თვის სა­მე­წარ­მეო ეკო­სის­ტე­მის მხარ­და­ჭე­რას, მათი სტარ­ტა­პე­ბის ხელ­შე­წყო­ბას სხვა­დას­ხვა კომ­პო­ნენ­ტში, გა­დამ­ზა­დე­ბას, კონ­სულ­ტა­ცი­ას და ა.შ. ბიზ­ნეს კლი­ნი­კის ფარ­გლებ­ში წარ­მო­ვად­გენთ პრე­ზენ­ტა­ცი­ას, სა­დაც კლი­ნი­კის კონ­ცეფ­ცი­აა გან­ხი­ლუ­ლი და ასე­ვე, წარ­მოდ­გე­ნილ­ნი არი­ან ყვე­ლა ის სტარ­ტა­პე­ბი, რომ­ლე­ბიც კრე­ა­ტი­ულ ინ­დუსტრი­ა­ში მუ­შა­ო­ბენ და ამ პრო­ექ­ტის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი არი­ან. სტარ­ტა­პე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ თა­ვი­ანთ იდე­ებს და იმ პროგ­რესს, რო­მე­ლიც მათ ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­ი­ა­რეს“, - გა­ნა­ცხა­და ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­კან­მა, ნინო ენუ­ქი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ნა­ი­დან მხარს უჭერს არა მხო­ლოდ კრე­ა­ტი­ულ სტარ­ტა­პებ­სა და სა­მე­წარ­მეო აქ­ტი­ვო­ბებს, არა­მედ, ინ­გლი­სუ­რი ენის კომ­პე­ტენ­ცი­ის გაღ­რმა­ვე­ბა­საც.

„ზო­გა­დად, სტარ­ტა­პის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე გა­ტა­ნა ენის კომ­პე­ტენ­ცი­ის არ­სე­ბო­ბის გა­რე­შე ძა­ლი­ან რთუ­ლია. სა­ქარ­თე­ლო­ში ამ მხრივ მდგო­მა­რე­ო­ბა ცოტა გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია, რად­გან ენის მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცია არც ისე ბევრ მე­წარ­მეს აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით, კრე­ა­ტი­ულ ინ­დუსტრი­ებ­ში. ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის­თვის სა­ჩუქ­რად ბრი­ტა­ნუ­ლი საბ­ჭოს მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ინ­გლი­სუ­რი ენის შემ­სწავ­ლე­ლი ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა გა­იხ­სნა. ამი­ტომ, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ორი პა­რა­ლე­ლუ­რი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს და მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­დე­გებს ვე­ლო­დე­ბით“, - აღ­ნიშ­ნა ენუ­ქი­ძემ.

ბიზ­ნეს კლი­ნი­კის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა თავ­და­პირ­ველ ეტაპ­ზე გა­დამ­ზა­დე­ბა გა­ი­ა­რეს კრე­ა­ტი­უ­ლი სტარ­ტაპ იდე­ის გე­ნე­რი­რე­ბი­დან იდე­ის კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ამ­დე. მათ ჩა­უ­ტარ­დათ Workshop-ები, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სტარ­ტა­პე­ბის იდე­ის გე­ნე­რი­რე­ბა­ზე, გან­ვი­თა­რე­ბა­სა და კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღეს.

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტმა და პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე ვატო ღუ­დუ­შა­ურ­მა სა­კუ­თა­რი სტარ­ტაპ იდე­ის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

„ჩემი აზ­რით, პრო­ექ­ტი არტ ინ­კუ­ბა­ტო­რი ხე­ლოვ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის ძა­ლი­ან კარ­გია. ზო­გა­დად, ხე­ლოვ­ნე­ბის ცოდ­ნა ადა­მი­ა­ნის კულ­ტუ­რას უს­ვამს ხაზს და ამას ძა­ლი­ან ვემ­ხრო­ბი. ჩვე­ნი სტარ­ტა­პის იდეა არის „შა­ზა­მი ნა­ხა­ტე­ბის­თვის“, რაც გუ­ლის­ხმობს ორ რა­მეს: ერთი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის შექ­მნაა, რო­მე­ლიც ნა­ხა­ტებს ას­ლე­ბი­და­ნაც ამო­იც­ნობს, ხოლო მე­ო­რე ბა­ზის სექ­მნაა, სა­დაც დიდი მხატ­ვრე­ბის ნა­მუ­შევ­რებს ჩვენ თვი­თონ ავ­ტვირ­თავთ, თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­ვრებს კი ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა, თა­ვად შექ­მნან თა­ვი­ან­თი პრო­ფი­ლე­ბი და სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი ატ­ვირ­თონ. თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­ვრე­ბის­თვის შე­იქ­მნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­ხე­ლი გა­ით­ქვან, ამას­თა­ნა­ვე, გა­მარ­ტივ­დე­ბა ნა­ხა­ტე­ბის არ­ჩე­ვა, გა­ყიდ­ვა, აუქ­ცი­ო­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და ა.შ.“, - აღ­ნიშ­ნა ღუ­დუ­შა­ურ­მა.