BTU-ს პერსონალური პირველობა დაპროგრამებაში
14 მაისი 2019

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაპროგრამებაში პერსონალურ პირველობას მართავს.


კვირას, 19 მაისს, BTU-ში ჩატარდება ბიზნესისა და ტექნლოგიების უნივერსიტეტის 2019 წლის პერსონალური  პირველობა დაპროგრამებაში. 

პერსონალური (არა გუნდური) პირველობა დაპროგრამებაში. შეჯიბრება ჩატარდება ICPC წესებით, ანუ ამოცანა ჩაითვლება შესრულებულად, თუ იგი გადის ყველა ტესტს. თანაბარი რაოდენობის შემსრულებელ მონაწილეთა შორის რანჟირება მოხდება დამატებითი, ე.წ. დროითი მაჩვენებლების მიხედვით - უპირატესობა მიენიჭება მონაწილეს, ვინც უფრო სწრაფად და ჩააბარა ამოცანები და ვისაც ნაკლები წარუმატებელი მცდელობა ქონდა. შემოთავაზებული ამოცანების ამოსახსნელად ხელმისაწვდომი იქნება დაპროგრამების ენები: C/C++, Python, Java, C#. 
 
 
შეჯიბრება ჩატარდება ICPC წესებით, ანუ ამოცანა ჩაითვლება შესრულებულად, თუ იგი გადის ყველა ტესტს. თანაბარი რაოდენობის შემსრულებელ მონაწილეთა შორის რანჟირება მოხდება დამატებითი, ე.წ. დროითი მაჩვენებლების მიხედვით - უპირატესობა მიენიჭება მონაწილეს, ვინც უფრო სწრაფად ჩააბარა ამოცანები და ვისაც ნაკლები წარუმატებელი მცდელობა ქონდა. 
 
შემოთავაზებული ამოცანების ამოსახსნელად ხელმისაწვდომი იქნება დაპროგრამების ენები: C/C++, Python, Java, C#. 
 
განრიგი:
 
13:00 - 13:20 - მისალმება და სამუშაო ადგილების განაწილება
13:20-13:55 - საცდელი (პრაქტიკული ტური)
14:00-17:00 - ძირითადი ტური
 
 
მონაწილეობის მსურველი აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს არა უგვიანეს 18 მაისის 20:00-სა შემდეგი ბმულიდან:  https://forms.gle/EaL5Fmrjc88CutQW8

 
მომაგრებული ფაილებში ნახავთ 2018 წლის პირადი პირველობის ამოცანებს და მათ ამოხსნებს C++ - ზე.