საქართველოში გლობალური სტარტაპ ფონდი იქმნება
17 აპრილი 2019

საქართველოში გლობალური სტარტაპ ფონდი იქმნება.

 

სილიკონ ველი თბილისის და ისრაელის სილიკონ ვადის პარტნიორობის ფარგლებში გლობალური სტარტაპ ფონდი ქართველ სტარტაპერებს მრავალმილიონიან ინვესტიციასთან გაუხსნის წვდომას.

 

ფონდის მიზანი საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირების პროცესის მხარდაჭერა, მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური სტარტაპების აღმოჩენა და მათი საერთაშორისო ბაზარზე კომერციალიზაციის ხელშეწყობაა.

ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორების მიერ, კაპიტალის ინვესტირება განხორციელდება ნებისმიერ ეტაპზე მყოფ სტარტაპში, რომელიც მუშაობს აქტუალური ტექტრენდების ინდუსტრიაში: ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ციფრული მედია, ელექტრონული კომერცია, მობილური აპლიკაციები, ფინტექი, P2P პლატფორმები, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, თამაშების ინდუსტრია, ნივთების ინტერნეტი IoT, ბლოკჩეინი. განიხილება აგრეთვე სხვა ინდუსტრიებში არსებული, გამორჩეული და ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებიც.

დარეგისტრირებული კანდიდატებიდან, მხოლოდ შერჩეული სტარტაპები შეხვდებიან სილიკონ ვადის ენჯელ ინვესტორებს. პარტნიორობის ინდივიდუალური პირობები განხილული იქნება ყველა შერჩეულ კანდიდატთან.  

გლობალური სტარტაპ ფონდის მხარდამჭერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც აგრეთვე განიხილავს შერჩეული სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებს, Dollar to Dollar Basis ინიციატივის ფარგლებში.

გლობალური სტარტაპ ფონდის მხარდამჭერია ისრაელის ტექჰაბი საქართველოში, რომელიც შერჩეულ სტარტაპებს უზრუნველყოფს დეველოპერების და ტექნოლოგიების მთავარი მენეჯერის სერვისებით 5 თვის განმავლობაში, აგრეთვე ფასდაკლებული სერვისებით ვებ დიზაინის, სტრატეგიული კონსულტაციის, მარკეტინგული კონსულტაციის, ფინანსური და მენეჯერული კონსულტაციის, ლეგალური მხარდაჭერის მიმართულებით, რაც ჯამში 30,000$-ის ღირებულებას შეადგენს. 


სარეგისტრაციო ფორმა

დარეგისტრირებული სტარტაპები


Global Startup Foundation Brochure