ახალი ლიტერატურა ბიზნეს განათლებისთვის
06 მარტი 2019


სტუდენტებისთვის ქართულ ენაზე ითარგმნება და გამოიცემა მსოფლიოში საუკეთესო და უახლესი ბიზნესლიტერატურა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და გამომცემლობა “პალიტრა L”-ის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია.
ღონისძიებაზე გაიმართა - Fuckup Book - მარცხის ისტორიები, წიგნის პრეზენტაცია.



წიგნის წარდგენასთან ერთად, მოწვეულმა სპიკერმა, Biletebi.ge-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით მიზანდარმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა სტუდენტებს.

ღონისძიების განმავლობაში „ახალი ლიტერატურა ბიზნესგანათლებისთვის“ ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი პირველი წიგნის - Armstrong's Handbook of Human Resource Management Practice - წარადგინა წიგნის ქართული გამოცემის კონსულტანტმა, პალიტრა მედია ჯგუფის HR დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო ფეიქრიშვილმა.



აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ღონისძიებაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და გამომცემლობა პალიტრა ლ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.



alt