ბიზნეს ლიტერატურა და მსოფლიოს საუკეთესო სახელმძღვანელოები ბიზნეს განათლებისთვის მალე ყველა სტუდენტისთვის ხელმისაწვდომი გახდება
01 მარტი 2019


ბიზნეს ლიტერატურა და მსოფლიოს საუკეთესო სახელმძღვანელოები ბიზნეს განათლებისთვის მალე ყველა სტუდენტისთვის ხელმისაწვდომი გახდება!

BTU და გამომცემლობა ,,პალიტრა L''-ის ერთობლივი პროექტი - ახალი ლიტერატურა ბიზნეს განათლებისთვის იწყება. ადამიანური რესურსების მართვა, ფინანსური მენეჯმენტი, სტრატეგიული მენეჯმენტი, მარკეტინგის მენეჯმენტი ის მცირე ჩამონათვალია, რა მიმართულებითაც მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი და ახალი სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე გამოიცემა.

პროექტის პრეზენტაცია 5 მარტს, 17:00 საათზე სილიკონ ველი თბილისში გაიმართება და მასზე დასწრება თავისუფალია.

პრეზენტაციაზე პროექტი ,,ლურჯი ოკეანე'' გამართავს წიგნების გამოფენა/გაყიდვას, ასევე წარმოდგენილი იქნება ახალი წიგნი: Fuckup Book - ეს არის წიგ­ნი მარ­ცხის ის­ტო­რი­ებ­ზე, სადაც შეხ­ვდე­ბით 12 სა­უ­კე­თე­სო ამ­ბავს, რომ­ლე­ბიც Fuckup Nights-ზე გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა; ასე­ვე, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის 24-პუნ­ქტი­ან ცნო­ბილ მა­ნი­ფესტს და კვლე­ვის შე­დე­გებს, ბიზ­ნესს­ფე­რო­ში ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბათა მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ.