კონკურსი აბიტურიენტებისთვის!
01 მარტი 2019


კონკურსი აბიტურიენტებისთვის!

განაცხადის შევსების ბოლო ვადა - 30 მარტი!



გახდი სტარტაპერი და მოიგე სწავლის დაფინანსება პირველ წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში!

შეავსეთ აპლიკაციის ფორმა, გაგვიზიარეთ თქვენი ინოვაციური სტარტაპ იდეა, რომელიც ბიზნესს ტექნოლოგიებთან დააკავშირებს, მიიღეთ მონაწილეობა ,,Startup Demo Day''-ზე, გაიმარჯვეთ და დაჯილდოვდით BTU-ში სწავლის 100%-იანი გრანტით პირველ წელიწადს!

ღონისძიება გაიმართება სილიკონ ველი თბილისის სივრცეში, 2019 წლის ივნისში.

ყველა შერჩეული აბიტურიენტისთვის საჩუქრად გაიხსნება ინგლისური ენის შემსწავლელი ელექტრონული პლატფორმა, აგრეთვე, ჩატარდება დემო დღისთვის მოსამზადებელი ვორკშოპი.

იხილეთ აპლიკაციის ფორმა:https://bit.ly/2BDJuPS