კომპანია SYNTAX - ის სასერთიფიკატო პროგრამა მაგისტრანტებისთვის
08 თებერვალი 2019

ჩვენი მაგისტრანტებისთვის მიმდინარე სასერთიფიკატო პროგრამა: ,,ბიზნესში გამოყენებული ციფრული ტექნოლოგიები'' დასრულდა. 
 კომპანია SYNTAX-თან პარტნიორობით, მონაწილე სტუდენტებმა შეისწავლეს სამუშაო პროცესების ტექნოლოგიების გამოყენებით, საერთაშორისო
სტანდარტების მიხედვით მართვა.
 კურსის ტრენერები: სალომე ქვლივიძე, სალომე მახარაძე და თეო ჭურაძე.