კონკურსი აბიტურიენტებისთვის!
01 თებერვალი 2019

კონკურსი აბიტურიენტებისთვის! 

გახდი სტარტაპერი და მოიგე სწავლის დაფინანსება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში!

ინოვაციური სტარტაპ იდეების მქონე ყველა აბიტურიენტის საყურადღებოდ: შეავსეთ აპლიკაციის ფორმა, გაგვიზიარეთ თქვენი სტარტაპ იდეა, რომელიც ბიზნესს ტექნოლოგიებთან აკავშირებს, მიიღეთ მონაწილეობა ,,Startup Demo Day''-ზე, გაიმარჯვეთ და დაჯილდოვდით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სწავლის 100%-იანი გრანტით პირველ წელიწადს! 
 
ღონისძიება სილიკონ ველი თბილისის სივრცეში, 2019 წლის ივნისში ჩატარდება. 
 
ყველა შერჩეული აბიტურიენტისთვის საჩუქრად გაიხსნება ინგლისური ენის შემსწავლელი ელექტრონული პლატფორმა, აგრეთვე, ჩატარდება დემო დღისთვის მოსამზადებელი ვორკშოპი.