არტ ინკუბატორის პრეზენტაცია
31 იანვარი 2019

არტ ინკუბატორი თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნა! 

დღეიდან, კრეატიულ და კულტურის სფეროში მომუშავე სტარტაპერებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში შესული Henley Centre for Entrepreneurship ერთად გადავამზადებთ!

კულტურისა და ინოვაციების ინტეგრირების მიზნით თბილისის ისტორიის მუზეუმ ქარვასლაში, არსებულ, “თბილისის კრეატიულ ცენტრში’’ არტ ინკუბატორი იხსნება.

არტ ინკუბატორის პარტნიორი BTU - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და მსოფლიო რეიტინგის 20 საუკეთესო სამეწარმეო ცენტრებს შორის დასახელებული ბრიტანული Henley Center for Entrepreneurship არის.

არტ ინკუბატორი შესაძლებლობას აძლევს კრეატიულ ინდუსტრიებში მომუშავე პირებს, შექმნან სტარტაპები, მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები, გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისურის ცოდნა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ გამართულ ვორკშოპებში, ასევე მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსში და მოახდინონ საკუთარი სტარტაპების კომერციალიზაცია მსოფლიო ბაზარზე.

არტ ინკუბატორის წევრი სტარტაპერებისთვის უსასყიდლოდ გაიხსნება ბრიტანული საბჭოს მიერ მოწოდებული პლატფორმა English Learning Programme – English Channel.

 

არტ ინკუბატორი:

https://www.mes.gov.ge/content.php?id=8897&lang=geo

https://imedinews.ge/ge/kultura/94870/tbilisshi-art-inkubatori-gaikhsna

https://www.youtube.com/watch?v=1AsDhdqnePs

https://www.youtube.com/watch?v=an34t3ZSQnM

https://youtu.be/T1UgwNwpepE

http://www.ghn.ge/com/news/view/220104

https://www.interpressnews.ge/ka/article/530789-tbilisshi-art-inkubatori-gaixsna