BTU-ს პირველკურსელი სტუდენტების მიერ შექმნილი სტარტაპები
31 იანვარი 2019

„შენი ციფ­რუ­ლი სკო­ლა“

ეს არის სტარ­ტა­პი, რო­მე­ლიც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ო­რე­კურ­სელ­მა გეგა თა­თუ­ლიშ­ვილ­მა შექ­მნა. სტარ­ტა­პი მოს­წავ­ლე­ებს ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დის­თვის მო­ამ­ზა­დებს. ეს არის ციფ­რუ­ლი სკო­ლის პლატ­ფორ­მა https://www.yourdigitalschool.com/, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებს სხვა­დას­ხვა სა­გან­ში მო­სამ­ზა­დებ­ლად და შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად, 1 თვე­ში შე­ას­წავ­ლის სას­კო­ლო პროგ­რა­მას.

„პროგ­რა­მა მოს­წავ­ლე­ებს სას­წავ­ლო პროგ­რა­მას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად სთა­ვა­ზობს. პლატ­ფორ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი ალ­გო­რით­მე­ბი­თაა შექ­მნი­ლი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც ის ად­გენს მოს­წავ­ლის ცოდ­ნას, აა­ნა­ლი­ზებს და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ას­წავ­ლის იმ თე­მას, რა­შიც მას სჭირ­დე­ბა ცოდ­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. პროგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლემ ვი­დეო და ფოტო მა­სა­ლით შე­ის­წავ­ლოს თე­ო­რი­უ­ლი მა­სა­ლა, გა­ი­მე­ო­როს გან­ვლი­ლი მა­სა­ლა და მი­ი­ღოს დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის შე­ხა­სებ ვრცე­ლი გან­მარ­ტე­ბა. ასე­ვე, მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია დას­ვას შე­კი­თხვა და მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხი,” - გან­მარ­ტავს გეგა თა­თუ­ლიშ­ვი­ლი.

სა­წყის ეტაპ­ზე ციფ­რუ­ლი სკო­ლის პლატ­ფორ­მის ფარ­გლებ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია ბი­ო­ლო­გი­ის კომ­პო­ნენ­ტი, რომ­ლის ტეს­ტი­რე­ბა თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა სკო­ლებ­ში პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. პლატ­ფორ­მა მარ­ტი­ვი, სა­ხა­ლი­სო ინ­ტერ­ფე­ი­სით გა­მო­ირ­ჩე­ვა და მე-12 კლა­სე­ლე­ბის­თვის სწავ­ლის პრო­ცესს უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის. ტეს­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ე­ბის გან­მარ­ტე­ბით, პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით ზო­გავს მათ დროს სა­გან­ში მომ­ზა­დე­ბის­თვის, სა­ხა­ლი­სოდ და მარ­ტი­ვად ას­წავ­ლის იმ სა­კი­თხებს, რო­მელ­თა შეს­წავ­ლა მათ რთუ­ლად ეჩ­ვე­ნე­ბო­დათ.

Fenix

შშმ პირ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტერ­გა­ცია და მათ­თვის არ­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ზრდა თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა. სწო­რედ ამ სა­კითხს ეხ­მი­ა­ნე­ბა კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტის გო­დერ­ძი მა­რის სტარ­ტა­პი.

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტის მიერ შექ­მნი­ლი სტარ­ტა­პი Fenix არის აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა შშმ პირ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში.

„სა­წყის ეტაპ­ზე აპ­ლი­კა­ცი­ა­ში ჩატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა თბი­ლი­სის მთლი­ა­ნი რუკა, რო­მელ­ზეც ნაჩ­ვე­ნე­ბი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ის ლო­კა­ცია, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლია ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი პან­დუ­სე­ბი, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი და სხვა სა­ხის ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც შშმ პი­რებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი. აპ­ლი­კა­ცია მათ უჩ­ვე­ნებთ სა­სურ­ველ ად­გი­ლამ­დე მი­სას­ვლელ ყვე­ლა გზას, ადაპ­ტი­რე­ბულ გა­და­სას­ვლე­ლებს და ასე­ვე უმოკ­ლეს მი­მარ­თუ­ლე­ბას სა­სურ­ველ ლო­კა­ცი­ამ­დე. ჩვენ გან­ვი­ხი­ლეთ ის მო­მენ­ტიც, როცა უცხო ად­გი­ლას ორი­ენ­ტა­ცია გვი­ჭირს, ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად და­ვა­მა­ტეთ ფოტო და აუ­დიო ორი­ენ­ტი­რე­ბი, რო­მე­ლიც აპ­ლი­კა­ცი­ის მომ­ხმა­რებ­ლებ­ლებს გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა“, - გან­მარ­ტავს გო­დერ­ძი.

Papp

პარ­კინ­გის სის­ტე­მა თბი­ლი­სის ერთ-ერთ მო­უგ­ვა­რე­ბელ პრობ­ლე­მად იქცა. ამ­ჯე­რად კი ამ გა­მოწ­ვე­ვის მოგ­ვა­რე­ბა ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტმა გუგა გი­ორ­გა­ძემ გა­და­წყვი­ტა. Papp - ეს არის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს აპ­ლი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით ვი­პო­ვოთ თა­ვი­სუ­ფა­ლი პარ­კინ­გი და სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში მო­ვა­ხერ­ხოთ რამ­დე­ნი­მე წთ/სთ-ით ადრე და­ჯავ­შნა. ყვე­ლა პარ­კინგს ექ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გა­ნი­სა­ზღვრე­ბა დრო­ი­სა და ად­გი­ლის შე­სა­ბა­მი­სად. სის­ტე­მის ასა­წყო­ბად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია სმარტ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად ეს იქ­ნე­ბა სრუ­ლი­ად ჭკვი­ა­ნი სის­ტე­მა.

“მარ­თა­ლია ჩვენ დამ­წყე­ბე­ბი ვართ, მაგ­რამ გვაქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სხვა დიდი კომ­პა­ნი­ე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლოთ და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მათი, რო­გორც ძლი­ე­რი, ასე­ვე სუს­ტი მხა­რე­ე­ბი და ჩვე­ნი სის­ტე­მა ვაქ­ცი­ოთ იდე­ა­ლურ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ტექ­ნი­კურ მხა­რეს, ჩვენ ვი­ყე­ნებთ ჩვენ მი­ერ­ვე შექ­მნილ მო­წყო­ბი­ლო­ბას, რაც, რა თქმა უნდა, თა­ვის­ხმრივ ხარჯსა და რის­კებს შეგ­ვიმ­ცი­რებს. სა­მო­მავ­ლოდ, ვგეგ­მავთ ეს სის­ტე­მა ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­შიც დავ­ნერ­გოთ და ამის შემ­დგომ უკვე სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ინ­ტე­რე­სე­ბა­საც და­ვე­ლო­დე­ბით,” - გან­მარ­ტავს გუგა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სამი სტარ­ტა­პის გაც­ნო­ბაც საკ­მა­რი­სია იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, თუ რამ­დე­ნად ინო­ვა­ცი­უ­რი ახა­ლი თა­ო­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი რამ­დე­ნად კარგ პი­რო­ბებს უქ­მნი­ან მათ, რომ სტუ­დენ­ტო­ბი­დან­ვე იმუ­შა­ონ ინო­ვა­ცი­ურ პრო­ექ­ტებ­ზე და სა­კუ­თა­რი თა­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რი რე­ა­ლი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნონ.