არტ ინკუბატორის პრეზენტაცია თბილისის კრეატიულ ცენტრში.
31 იანვარი 2019

არტ ინკუბატორის პრეზენტაცია თბილისის კრეატიულ ცენტრში.

 კრეატიულ და კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, ახალი შესაძლებლობების განსახორციელებლად არტ ინკუბატორი დაგეხმარებათ!

კრეატიული ინდუსტრიების სამეწარმეო აქტივობების მხარდასაჭერად, კულტურისა და ინოვაციების ინტეგრირების მიზნით თბილისის ისტორიის მუზეუმ ქარვასლაში, კრეატიული ცენტრი შეიქმნა, რომელიც ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და Henley Business School-ის მონაწილეობით იწყებს ფუნქციონირებას.

შექმენით საკუთარი სტარტაპი, მიიღეთ ცოდნა პროფესიონალებისგან, გახდით საერთაშორისო პროექტების მონაწილე და ისარგებლეთ სხვა მრავალი უპირატესობით თბილისის კრეატიულ ცენტრში!

ინკუბატორის წევრები შეძლებენ უკვე არსებულ სტარტაპთან დაკავშირებით ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების მხრიდან კონსულტაციების მიღებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და მისი გადაჭრისთვის საუკეთესო სტრატეგიის დასახვას.

წლის ბოლოს, არტ ინკუბატორში გაიმართება კონკურსი და შეირჩევა საუკეთესო სტარტაპერი არტისტი, კონკურსში გამარჯვებული სტარტაპერები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.

გაიარეთ რეგისტრაცია: https://bit.ly/2SKtaUb