სტარტაპების დემო დღე
27 დეკემბერი 2018

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის პირ­ველ­კურ­სე­ლებ­მა სა­კუ­თა­რი სტარ­ტაპ-იდე­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც მთე­ლი სე­მესტრის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ ბიზ­ნეს და IT კომ­პა­ნი­ებს წა­რუდ­გი­ნეს. კომ­პა­ნი­ებს შო­რის, რომ­ლე­ბიც BTU-ს სტუ­დენ­ტე­ბის სტარ­ტა­პებს გა­ეც­ნენ, იყო "ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო" (GITA), IT კომ­პა­ნია "UGT", IT კომ­პა­ნია "BETA", McCann Erickson, "ლურ­ჯი ოკე­ა­ნე" და სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი. ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ ასე­ვე, თბი­ლი­სის მე­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც.

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­ზა­ნია, სტუ­დენ­ტე­ბის სა­მო­მავ­ლო სტარ­ტა­პე­ბის ხელ­შე­წყო­ბა. მა­თი­ვე ცნო­ბით, სტუ­სენ­ტებ­მა გა­ი­ა­რეს ერ­თგვა­რი რე­პე­ტი­ცია იმი­სათ­ვის, რომ მო­მა­ვალ­ში თა­ვი­ან­თი ბიზ­ნეს-იდე­ე­ბის უკეთ გან­ვი­თა­რე­ბა და და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლონ. შეხ­ვედ­რა­ზე პირ­ველ­კურ­სე­ლებ­მა ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან რჩე­ვე­ბი და მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი მო­ის­მი­ნეს.

წარ­მოდ­გე­ნილ სტარ­ტა­პებს შო­რის, ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რჩე­უ­ლი გო­გო­ნე­ბის გუნ­დი გახ­და, რო­მელ­თა სტარ­ტა­პიც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით, ონ­ლა­ინ-პლატ­ფორ­მის შექ­მნას გუ­ლის­ხმობს.

"YouMatter.ge არის სა­ი­ტი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ონ­ლა­ინ, რო­გორც ვი­დეო, ასე­ვე ტექ­სტუ­რი ჩა­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ფსი­ქო­ლო­გი­ურ დახ­მა­რე­ბას მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­გან („მსმე­ნე­ლე­ბის­გან“) და ასე­ვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფსი­ქო­ლო­გე­ბის­გან. სა­იტ­ზე იქ­ნე­ბა ორი სა­ხის სერ­ვი­სი - უფა­სო (სა­უ­ბა­რი მსმე­ნელ­თან და პირ­ვე­ლი სე­ან­სი ფსი­ქო­ლოგ­თან) და ფა­სი­ა­ნი (სა­უ­ბა­რი პრო­ფე­სი­ო­ნალ ფსი­ქო­ლოგ­თან სა­სურ­ვე­ლი რე­ჟი­მით). პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვა­ში მომ­ხმა­რე­ბელს ასე­ვე და­ეხ­მა­რე­ბა „მიღ­წე­ვე­ბის გვერ­დი“, სა­დაც ისი­ნი ასა­ხა­ვენ მი­ზანს და და­ა­ფიქ­სი­რე­ბენ ყო­ველ­დღი­ურ მიღ­წე­ვებს" - აცხა­დე­ბენ სტარ­ტა­პის ავ­ტო­რე­ბი.

გა­მარ­ჯვე­ბულ გუნდს BTU ერ­თსე­მესტრი­ან სტი­პენ­დი­ას გა­დას­ცემს. ასე­ვე, BTU-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­რი­ის აქ­სე­ლე­რა­ტო­რის პროგ­რა­მა ორი სტარ­ტაპ-იდე­ით და­ინ­ტე­რეს­და და მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას აპი­რებს.