„შენი ციფრული სკოლა“, რომელიც მოსწავლეებს საატესტატო გამოცდისთვის მოამზადებს, BTU-ს სტუდენტმა შექმნა
27 დეკემბერი 2018

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტებ­სა და აბი­ტუ­რი­ენ­ტებს გა­ნათ­ლე­ბის ინო­ვა­ცი­ურ მე­თო­დებ­სა და სა­შუ­ა­ლე­ბებს სთა­ვა­ზობს, ამ­ჯე­რა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­იხ­ლე მო­ამ­ზა­და. უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ო­რე­კურ­სელ­მა გეგა თა­თუ­ლიშ­ვილ­მა შექ­მნა ციფ­რუ­ლი სკო­ლის პლატ­ფორ­მა, https://www.yourdigitalschool.com/ რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებს სხვა­დას­ხვა სა­გან­ში მო­სამ­ზა­დებ­ლად და შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად, 1 თვე­ში შე­ას­წავ­ლის სას­კო­ლო პროგ­რა­მას.

პროგ­რა­მა მოს­წავ­ლე­ებს სას­წავ­ლო პროგ­რა­მას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად სთა­ვა­ზობს. პლატ­ფორ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი ალ­გო­რით­მე­ბი­თაა შექ­მნი­ლი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ის ად­გენს მოს­წავ­ლის ცოდ­ნას, აა­ნა­ლი­ზებს და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ას­წავ­ლის იმ თე­მას, რა­შიც მას სჭირ­დე­ბა ცოდ­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. პროგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლემ ვი­დეო და ფოტო მა­სა­ლით შე­ის­წავ­ლოს თე­ო­რი­უ­ლი მა­სა­ლა, გა­ი­მე­ო­როს გან­ვლი­ლი მა­სა­ლა და მი­ი­ღოს დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის შე­ხა­სებ ვრცე­ლი გან­მარ­ტე­ბა. ასე­ვე, მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია დას­ვას შე­კი­თხვა და მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხი.

სა­წყის ეტაპ­ზე ციფ­რუ­ლი სკო­ლის პლატ­ფორ­მის ფარ­გლებ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია ბი­ო­ლო­გი­ის კომ­პო­ნენ­ტი, რომ­ლის ტეს­ტი­რე­ბა თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა სკო­ლებ­ში პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. პლატ­ფორ­მა მარ­ტი­ვი, სა­ხა­ლი­სო ინ­ტერ­ფე­ი­სით გა­მო­ირ­ჩე­ვა და მე-11 კლა­სე­ლე­ბის­თვის სწავ­ლის პრო­ცესს უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის. ტეს­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ე­ბის გან­მარ­ტე­ბით, პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით ზო­გავს მათ დროს სა­გან­ში მომ­ზა­დე­ბის­თვის, სა­ხა­ლი­სოდ და მარ­ტი­ვად ას­წავ­ლის იმ სა­კი­თხებს, რო­მელ­თა შეს­წავ­ლა მათ რთუ­ლად ეჩ­ვე­ნე­ბო­დათ.

სტარ­ტა­პე­რი სტუ­დენ­ტის გან­მარ­ტე­ბით, პროგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით მოს­წავ­ლეს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დის­თვის შე­ა­ჯა­მოს მთე­ლი გან­ვლი­ლი მა­სა­ლა ან თა­ვი­დან შე­ის­წავ­ლოს მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­გა­ნი.„შენი ციფ­რუ­ლი სკო­ლა“ მოს­წავ­ლეს გა­მოც­დე­ბის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.