ღია კარის დღე 7 დეკემბერი 16:00 საათი
13 ნოემბერი 2018

ღია კა­რის დღე, რო­მელ­საც ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ჩა­ა­ტა­რებს - ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტის მიერ შექ­მნი­ლი უნი­კა­ლუ­რი პლათ­ფორ­მაა;

ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის შექ­მნა და გან­ვი­თა­რე­ბა მსოფ­ლი­ოს მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნებ­ში სწრა­ფი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა ჯერ ახლა იდ­გამს ფეხს. ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლია. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტე­ბი აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის მხარ­და­ჭე­რით აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის შექ­მნა­სა და სას­წავ­ლო პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თვა­ზე.

ღია კა­რის დღე, რო­მელ­საც ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ჩა­ა­ტა­რებს - ეს კი ის უპ­რე­ცე­დენ­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბაა, რო­მელ­საც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 13 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა. პლათ­ფორ­მის შემ­ქმნე­ლი მე­ო­რე­კურ­სე­ლი გეგა თა­თუ­ლიშ­ვი­ლია. მისი გან­მარ­ტე­ბით, ღია კა­რის დღეს მთლი­ა­ნად ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ჩა­ა­ტა­რებს.

ღია კა­რის დღე, რო­მელ­საც ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ჩა­ა­ტა­რებს, 7 დეკემბერს 16 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის კი ეს პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი არაა, რო­მელ­შიც ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტია ჩარ­თუ­ლი. Digital Mind ასე­ვე BTU-ში შექ­მნი­ლი ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტია. ეს არის ციფ­რუ­ლი მან­ქა­ნა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია სწავ­ლე­ბა, კონ­სულ­ტი­რე­ბა, პრო­ცე­სე­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა და სხვა ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა.

ღია კარის დღის დასრულების შემდეგ ჩატარდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეორეკურსელი სტუდენტების ლექცია: როგორ ავირჩიოთ პროფესია?

როგორ ავარჩიოთ პროფესია?

ბიზნესის ადმინისტრირებამენეჯმენტი

ბიზნესის ადმინისტრირებაფინანსები

საინფორმაციო ტექნოლოგიები


დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია