დაასაქმე ''სმარტსტუდენტი“
დაასაქმე ''სმარტსტუდენტი“
09 ოქტომბერი 2018
„სმარტსტუდენტი“ - ეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი პროექტია, რომელიც სტუდენტებს დასაქმების უნიკალურ საშუალებას სთავაზობს. პროექტი, სადაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ტექნოლოგიების და ბიზნესის მიმართულებით შეავსებენ გუნდს ახალი, სხარტი და ინოვაციური იდეების მქონე სტუდენტებით, დღეიდან ამოქმედდება.

უამრავი ორგანიზაცია სმარტსტუდენტებს კომპანიაში მიმდინარე პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციაში ჩართავენ.სტუდენტები დასაქმდებიან სხვადასხვა დეპარტამენტებში: ფინანსები, მარკეტინგი, ოპერაციები, ლოჯისტიკა, ადმინისტრაცია და სხვა, სადაც ყოველდღიურად შესასრულებელი სამუშაოს პარალელურად მოახდენენ პროცესების სკანირებას და მათი შესრულებისთვის ყველაზე ინოვაციური, ეფექტიანი და მაღალტექნოლოგიური მეთოდების შეთავაზებას მენეჯმენტისთვის.

იხილეთ პროექტის შესახებ ინფორმაცია:

http://www.interpressnews.ge/ka/article/515641-biznesisa-da-teknologiebis-universiteti-studentebs-dasakmebis-axal-platpormas-stavazobs

https://www.ambebi.ge/article/228232-biznesisa-da-teknologiebis-universiteti-studentebs-dasakmebis-axal-platpormas-stavazobs/

https://btu.ge/ka/akhali-ambebi/article/58232-daasaqme-smartstudent-msoflios-umskhvilesi-brendebi-biznesisa-da-teqnologiebis-universitetis-studentebs-asaqmeben

https://www.facebook.com/pg/BTUGEORGIA/photos/?tab=album&album_id=693825627668378&__tn__=-UC-R