Bitfury-ს ბლოკჩეინ ლაბორატორიის გახსნა
21 სექტემბერი 2018

პირველად საქართველოში, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი Bitfury-ს ლაბორატორია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიხსნა

კომპანია Bitfury Group-ს და BTU- შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიტფურის ლაბორატორია ფუნქციონირებას დღეიდან იწყებს.

სწავლება და გადამზადება ბლოკჩეინ სისტემების დეველოპმენტის მიმართულებით, მისი ინტეგრირება ორგანიზაციულ პროცესებში, ვორკშოპები და სემინარები, მაღალტექნოლოგიური სტარტაპების მხარდაჭერა - ის მიმართულებებია რომელიც ახლადგახსნილ ლაბორატორიაში წარიმართება.

განათლებასა და ბიზნესში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, Emercoin-ის მეშვეობით დიპლომების შენახვა Blockchain სისტემაში უკვე შესაძლებელი გახდა და მისი მეშვეობით ბიზნესისა და ტექნოლოგიებს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ცოდნის დამადასტურებელი დიპლომისა და ოფიციალურად დამოწმებული სერტიფიკატების შენახვას დაცულ პლატფორმაზე შეძლებენ. ლაბორატორიის გახსნა პარტნიორობის მეორე ეტაპია, რომელიც ხელმისაწვდომი ხდება BTU- ყველა სტუდენტისთვის.

ლაბორატორიის გახსნას ეფრემ ურუმაშვილი - კომპანია ბიტფიურის წარმომადგენელი საქართველოში ეწსრებოდა.



http://new.ipn.ge/ka/article/513164-bitfury-im-sakartveloshi-studenturi-laboratoria-gaxsna

https://www.ambebi.ge/article/227754-biznesisa-da-teknologiebis-universitetshi-studentebistvis-blokchein-laboratoria-gaixsna/

https://palitranews.ge/video/biznesisa-da-teknologiebis-universitetshi-uakhlesi-teknologiebit-aghchurvili-bitfury-is-laboratoria-gaikhsna