თეონა მაჭარაძე


თეონა მაჭარაძე ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, საზოგადოებრივი მაუწყებელი. ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, შვედეთისა და გერმანიის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული და სტიპენდიანტი. 2011 წელს შვედეთში მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში. საბაკალავრო ფარგლებში სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნესის სკოლაში, მენეჯმენტის მიმართულებით. აქვს ადამიანური რესურსების მართვის და ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება, სხვადასხვა მმართველ პოზიციებზე როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებში. განხორციელებული აქვს სხვადასხვა მასშტაბური პროექტები საერთაშორისო დონეზე: შვედეთში, უნგრეთსა და გერმანიაში. არის არჩეული დელეგატი ევროკავშირის მაუწყებელთა გაერთიანების (EBU) HR მმათველთა კომიტეტში და „Women Executives in Media” კომიტეტის წევრი. ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული შვედეთისა და გერმანიის საერთაშორისო კონფერენციებში.
შვედეთი: Mid Sweden University
გერმანია: Baden-Wuerrtemberg Cooperative State University