მარიამ ლაშხი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნვერსიტეტის აფილირებულ-ასოცირებული პროფესორი.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დოქტორის კანდიდატი, თემით "ციფრული აბრეშუმის გზა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციების როლი". 

საქართველოს პარლამენტის მე-10 მოწვევის დეპუტატი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 

მარიამს აქვს სახელმწიფო მართველობაში, კერძო სექტორში, სამოქალაქო საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში 13 წლიანი წარმატებული სამუშაო გამოცდილება.

მარიამი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. იგი 6 წლის განმავლობაში იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარის მოადგილის როლს. ასევე მუშაობდა მსოფლიო ბანკში და ჩართული იყო სააგენტოს შექმნის პროცესშიც.  

2019 წელს მან მიიღო ჯილდო „ქალი ლიდერი მთავრობაში“ ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის მშენებლობის პროცესში განხორციელებული ძალისხმევისთვის.

მარიამი ასევე გახლავთ საერთაშორისო ბიზნეს ანგელოზების გაერთიანების სენატორი.

მარიამი არის დოქტორის კანდიდატი, აქვს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის მაგისტრის ხარისხი, ამასთან საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხი. იგი გახლავთ დონალდ რამსფელდის fellow, ფლობს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის, ჩარლზის უნივერსიტეტის და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტების დიპლომებსა და სერტიფიკატებს.

მარიამი აქვეყნებს პუბლიკაციებსა და სამეცნიერო სტატიები საქართველოსა და საერთაშორისო ჟურნალ-გაზეთებში. მათ შორის არის Forbes Women ის კონტრიბუტორი.