თამთა მამულაიძე


ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

საჯარო მმართველობის დოქტორანტი (სახელმწიფოს როლი და მნიშვნელობა აგრარულ სფეროში უახლესი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაში).

კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო პოლიტიკის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი (პიარის როლი და მნიშვნელობა საჯარო სექტორში).

აგრიტექისა და ინოვაციების განყოფილების ხელმძღვანელი „საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში“.

სოფლის მეურნეობის განვითარების და პოპულარიზაციისთვის შექმნილი ონლაინ პლატფორმა აგრონავტის “CEO, რომელმაც მოიპოვა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტი.

მონაწილეობას იღებდა 500Georgia აქსელერაციის პროგრამაში.

რეგიონში მცხოვრები ქალი მეწარმეების საჭიროებების იდენტიფიცირების და მათი ხელშეწყობის, აგროტურიზმის პოპულარიზაციის, აგრარული სფეროს გაციფრულების და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით სხვადასხვა წლებში პროექტების მართვის კუთხით მიღებული აქვს გამოცდილება:

  • 2017-2021 პროექტი ზრდა საქართველოში (Usaid Zrda Activity in Georgia);
  • 2018 -2020 პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური განვითარებისთვის“ გაეროს ქალთა ორგანიზაცა (UNwomen Georgia);
  • 2019-2021 პროექტი „საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები აგროტურიზმის მიმართულებით ჩართული ქალი მეწარმეების გაძლიერება“ კანადის საგარეო საქმეთა, ვაჭრობის და განვითარების დეპარტამენტი (ANKRA).

2010 წლიდან საჯარო სექტორში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე 8 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

სამეცნიერო კვლევების სფეროს განეკუთვნება:

  • აგრარული სფერო (ციფრული ტექნოლოგიების ზეგავლენა აგრარული სფეროს განვითარებაზე);
  • აგროტექნოლოგიები (აგრარული ტექნოლოგიების ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ტენდენციების და პერსპექტივების იდენტიფიკაცია);
  • ციფრული ტექნოლოგიები (ინფორმაციული ავტორიტარიზმი და ინფორმაციული დემოკრატიის საფრთხეები და შესაძლებლობები);
  • საჯარო მმართველობა და საერთაშორისო ურთიერთობები.