ინტეგრირებული პროფესიული სწავლების ცენტრი აცხადებს კონკურსს BTU-ს აკადემიური პერსონალისთვის
ინტეგრირებული პროფესიული სწავლების ცენტრი ‘’C.P.I.F.P Lons Enlaces’’ (ესპანეთი) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს (ICM KA171) პროგრამის ფარგლებში 2023/2024 აკადემიური წლისთვის 8 საათიანი სალექციო კურსის წასაკითხად.
მიმართულებები: ვებ-პროგრამირება, DevOps, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საინფორმაციო ტექნოლოგიებში, ამაზონის ვებ-სერვისები
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა (სასურველია, ინგლისურ ან ენაზე სწავლების გამოცდილება)
მობილობის მიზანი: 8 საათიანი სალექციო კურსის შეთავაზება მასპინძელი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის.
სტიპენდია მოიცავს: ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება და დღიური სტიპენდია: 160 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების ასანაზღაურებლად)
დეტალური ინფორმაციის მისაღებად და სააპლიკაციო პროცედურების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ცენტრის მიერ მოწოდებულ საკონკურსო განაცხადში.