მიმდინარე კვლევები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი კვლევების მიმართულებები პასუხობს ეს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების გეგმას. სამომავლოდ, მოხდება კვლევების, განვითარებისა და ინოვაციების სამსახურის ორგანიზებით ცალკეული მიმართულებების ინტეგრირება ქვეყნის კომპლექსური ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ქოლგის ქვეშ.
მიმდინარე კვლევის მიმართულებებია:

· განვითარების ეკონომიკის პოლიტიკა - გლობალური და ადგილობრივი კონტექსტი;

· განვითარებადი ბაზრები;

· ცოდნის ეკონომიკის პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება;

· უნივერსიტეტების როლი საქართველოში ცოდნის ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში (University Industry Interface): Enterprise სასწავლო პროგრამები, ინოვაციები ბიზნეს სექტორში, მაღალი პოტენციის სტარტაპების განვითარება, ციფრული ეკონომიკა და ის შესაძლებლობები რომელიც შეიძლება მან ქვეყანას მისცეს. საქართველოში უნივერსიტეტების როლი მრეწველობის განვითარებაში დაბალია, ამ სქემების წარმეტებით მუშაობის შემთხვევაში შესაძლებელია მათი დანერგვა ეროვნულ დონეზე;

· კორპორაციული კვლევები - ქართულ და საერთაშორისო კორპორაციულ სექტორთან ახლო პარტნიორობა უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო კორპორაციულ სექტორთან და აღნიშნული თანამშრომლობა მყარ ფუნდამენტს წარმოადგენს შემგომი ერთობლივი კვლევების განხორციელებისთვის.

 



ციფრული ეკონომიკის კვლევების გეგმა



მიმდინარე კვლევაში მონაწილე სტუდენტების სია