მაია ნონიაშვილი - სადოქტორო კვლევა

კვლევის აბსტრაქტი

განათლების ტექნოლოგიური პლატფორმა, როგორც ინოვაციური სწავლების მოდელი უმაღლესი სკოლებისთვის: გამოწვევები და პერსპექტივები

შესავალი: თანამედროვე უმაღლესი სკოლები ტექნოლოგიური რევოლუციის გამოწვევების წინაშე დგანან. მსოფლიოში მოწინავე უნივერსიტეტებს უკვე აქვთ დაგეგმილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტად გამოყენება სწავლებაში, რის შედეგადაც უნდა გაუმჯობესდეს სწავლების ხარისხი, შემუშავდეს ყოველი სტუდენტის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა, შეიქმნას სტუდენტისთვის დამხმარე - ნებისმიერი ადგილიდან ხელმისაწვდომი ვირტუალური სივრცე.

მიზანი და ამოცანები: ჩატარებული კვლევის საფუძველზე, აჩვენოს ტექნოლოგიური პლატფორმის, როგორც ინოვაციური სწავლების მოდელის  გამოყენების შესაძლებლობლობები და გამოწვევები.

მეთოდები: კვლევის ჩატარებისას გამოყენებული იყო, როგორც რაოდენობრივი, აგრეთვე თვისებრივი მეთოდები. ჩატარდა ექსპერიმენტი, ანკეტირება ცდისპირებისთვის, ფოკუს ჯგუფის და მენტორების სიღრმისეული ინტერვიუ.

შედეგები: კვლევის შედეგად დადასტურდა ინოვაციური პლატფორმის, როგორც დანერგვის და გამოყენების მზაობა საქართველოში, ასევე სწავლების ხარისხის გაუმჯობესების საშუალებები.

გამოყენების სფერო: პლატფორმის დანერგვის რეკომენდაცია მიეცემა საქართველოს უმაღლეს სკოლებს.  

საკვანძო სიტყვები:  ხელოვნური ინტელექტი, უმაღლესი განათლება,  სწავლების მეთოდები.