Back
davit-kbiladze

დავით კბილაძე

ეკონომიკის დოქტორი, ბტუ-ს პროფესორი დავით კბილაძე არის 70-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი, არაერთი დარგობრივი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე. აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აკადემიურ სფეროში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ცენტრალურ სტატისტიკურ სამმართველოს და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში საპასუხისმგებლო თანამდებობზე.

2004,2009 და 2013 წლებში იყო DAAD–ის (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) სტიპენდიატი.

2 –ჯერ იყო არჩეული თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად, 2 საპარლამენტო ვადით ასრულებდა საპარლამენტო მდივნის მოვალეობას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან. დაჯილდოებულია ღირსების მედლით (2002) და საპატიო ნიშნის ორდენით (1990).

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.