
კურსის აღწერა
თუ კომპანია საუკეთესო ფორმით არ არის წარმოდგენილი ციფრულ მედიასივრცეში, მას მომავალი არ აქვს.
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ორგანიზაციის განვითარება, ახალ ბაზრებზე გასვლა, მეტი მომხმარებლის მოძიება და მდგრადი განვითარება სურს. კურსი შესაფერისია ბიზნესის სხვადასხვა ფუნქციონალურ საკითხებში ჩართული მენეჯერებისთვის, მარკეტინგის გუნდის წევრებისთვის, მეწარმეებისთვის და სტარტაპერებისთვის, რომელთაც ბიზნესის სწრაფი ზრდა და განვითარება სურთ.
კურსის ფარგლებში შეისწავლით იმის შეფასებას, თუ როგორ არის ორგანიზაცია წარმოდგენილი ციფრულ მედია-სამყაროში, როგორ ხდება მისი მარკეტინგული პოტენციალის მაქსიმიზაცია ონლაინ და როგორ უნდა შეაფასოთ ის სუსტი მხარეები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან, თქვენი კომპანიის განვითარებას. თქვენი სოციალური მედია-აქტივობის, საძიებო სისტემების, ციფრული მულტიმედია არხების შეფასება, მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, ამ კურსის გავლის შემდეგ შეგეძლებათ.
კურსის დეტალები
- ლექციები 0
- გამოკითხვა 0
- ხანგრძლივობა 50 hours
- დონე ყველა
- ენა ქართული
- სტუდენტი 2
- შეფასება დიახ