E-commerce სამართალი
განხილული საკითხები:
- ელექტრონული კომერციის (e-commerce) არსი
- დომენის ცნება და სამართლებრივი რეგულირება
- ელექტრონული ხელშეკრულების ცნება
- ელექტრონული ხელმოწერები
- ელექტრონული კომერციის (e-commerce) არსი
ელექტრონული კომერციის მიმართულებები
„ელექტრონული კომერცია სწორედ ელექტრონული ბიზნესის ერთერთი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. მან მყარად დაიკავა ადგილი თანამედროვე ბიზნესსა და საქმისწარმოებაში. ცნობილი ონლაინ-რესურს statista.com-ის ინფორმაციით, ელექტრონული კომერციის ბრუნვამ 2017 წელს 2,3 ტრილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა და ზრდის განუხრელი ტენდენცია ახასიათებს: 2021 წლისთვის ნაანგარიშევი პროგნოზით, იგი 4,8 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს“
ü B2B (Business to Business) – (ბიზნესი-ბიზნესი)
ü B2C (Business to Consumer) (ბიზნესი-მომხმარებელი)
ü C2C (Consumer to Consumer) (მომხმარებელიმომხმარებელი)
ü C2B (Consumer to Business) (მომხმარებელი- ბიზნესი)
ü B2G (Business to Government) – (ბიზნესი-სახელმწიფო)
ü G2B (Government to Business) – (სახელმწიფო-ბიზნესი)
ü G2C- (Government to Consumer)(სახელმწიფო-მომხმარებელი) და C2G (Consumer to Government) – (მომხმარებელი-სახელმწიფო)
ü UNCITRAL-ის მოდელური კანონი ელექტრონული ვაჭრობის შესახებ.
„მოდელური კანონი ელექტრონული ვაჭრობის სფეროში წარმოიშვა საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში პროგრესისა და ჰარმონიზაციის მიზნით. მოდელური კანონი წერილობით ფორმას მიიჩნევს ელექტრონული ვაჭრობაზე დაფუძნებული რეგულაციისათვის მთავარ დაბრკოლებად, მის მიმართ წაყენებული სამართლებრივი მოთხოვნების გამო“
ü საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ელექტრონული ვაჭრობის პრინციპები.
„როგორც ცნობილია, საქართველოსა და ევროკავშირს შორის, უფრო სწორედ რომ ვთქვათ ერთის მხრივ საქართველოს, ხოლო მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ შევრ სახელმწიფოებს შორის 2014 წლის 27 ივნისს მიღებული იქნა ასოცირების შესახებ შეთანხმება (შემდგომში „ასოცირების შეთანხმება“ ან „DCFTA“.
- დომენის ცნება და სამართლებრივი რეგულირება
დომენის ცნება და კატეგორიები
“მარტივი ტექნიკური გაგებით დომენური სახელი არის ინტერნეტ უნიკალური დასახელება, მისამართი, რომელიც მიუთითებს თქვენს ვებ გვერდზე ან ელექტრონულ ფოსტაზე. მისი მეშვეობით ყველას შეუძლია ინტერნეტში თქვენი სებ გვერდის ან ელ-ფოსტის მოძებნა. ინტერნეტ სისტემა თავის მხრივ დომენურ სახელს სპეციალური წესით დალაგებულ ციფრებში გადაიყვანს მაგალითად, 123.123.123.123 და ასე აღიქვამს მას. რათა ნებისმიერი დომენური სახელი მუშაობდეს და შეგეძლოთ საითის ნახვა იგი მიმაგრებული უნდა იყოს რომელიმე ჰოსტზე (Host, Hosting) და უნდა ჰქონდეს მინიჭებული ე.წ. აიპი მისამართი (IP)”
დომენი იყოფა სამ ძირითად კატეგორიად:
ა) გლობალურად (ზოგადი, საერთაშორისო დომენი)
ბ) სპეციალური დომენი
გ) ქვეყანაზე დამოკიდებული დომენი
ü GAC–ის საერთაშორისო „სახელმძღვანელო პრინციპები ზედა დონის დომენში ქვეყნის კოდის დელეგირებისა და ადმინისტრირების შესახებ“.
“2005 წელს მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ–კორპორაციამ (ICANN) მიიღო და დაამტკიცა სამთავრობო–საკონსულტაციო კომიტეტის (GAC) მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტი – ”სახელმძღვანელო პრინციპები ზედა დონის დომენში ქვეყნის კოდის დელეგირებისა და ადმინისტრირების შესახებ”, რომელიც ყველა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტს წარმოადგენს”.
ü საქართველოში დომენის რეგისტრაციის სამართლებრივი საკითხები.
საქართველოს .ge დომენი მიენიჭა 1992 წლის 2 დეკემბერს. მისი ადმინისტრატორი, პირადი ინიციატივისა და მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე, გახდა შპს „სანეტი“. ინტერნეტის ადრეულ წლებში ადმინისტრატორის უფლებამოსილება ენიჭებოდა იმ პირს, რომელიც პირველად წარადგენდა ICANN/IANA-ში ოფიციალურ მოთხოვნას ccTLD-ს ადმინისტრირების თაობაზე და წარადგენდა საამისოდ შესაბამის, მათ შორის, ტექნიკური საშუალებების ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას (ე.წ. „first come first served” პრინციპის საფუძველზე)
არსებული მდგომარეობით, საქართველოში ზედა დონის დომენის ადმინისტრირების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს კომპანია „კაბკასუს ონლაინს“.
2018 წლის 15 მარტს შპს „კავკასუს ონლაინი“-ს მიერ, როგორც .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორის მიერ შემუშავებულ იქნა „.GE დომენისრეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესები“, რომელიც ძალაში 2018 წლის 15 აპრილიდან შევიდა
ü დომენური სახელის მოთხოვნები.
„დომენური სახელის მინიმალური სიმბოლოების რაოდენობა არის 2 (ორი), ხოლო მაქსიმალური – 63 (სამოცდასამი)“
ü საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა
- ელექტრონულიხელშეკრულებისცნება
ელექტრონული ფორმით დადებული ხელშეკრულების სახეები.
ხელშეკრულების დადების ინოვაციურმა საშუალებებმა, დისტანციური და ელექტრონული კომერციის განვითარებამ, ელექტრონული მედიისა და ინტერნეტის არნახულმა პროგრესმა აუცილებელი გახადა ეკონომიკური და სამართლებრივი ინსტიტუტების ადაპტირება ახალ ტექნოლოგიებსა და ვაჭრობის წესებთან.
დღეისათვის არც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და არც სხვა საკანონმდებლო აქტი არ შეიცავს დებულებებს დისტანციურად დადებული ხელშეკრულებების შესახებ
ü ელექტრონული ფოსტის (e-mail) საშუალებით დადებული ხელშეკრულება.
ელექტრონული ფოსტა წარმოადგენს წერილის ციფრულ ანალოგს. ელექტრონულ წერილს შეუძლია ყველა ის ფუნქცია შეასრულოს, რასაც ასრულებს რეალური წერილი. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეთავაზებისათვის ან თანხმობისათვის. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს რეკლამისათვის. ელექტრონული მეილი იგზავნება და მიიღება ისევე როგორც რეალური მეილი. გამგზავნი ათავსებს მას გასაგზავნ ყუთში, საფოსტო ყუთის ფიცრული ანალოგი, და იგი შემდეგ გროვდება მეილის სერვერის მიერ, რომელიც აგზავნის მას მიმღების მეილზე, სადაც იგი ხვდება მიმღებ ყუთში, რაც არის წერილების ყუთის ციფრული ანალოგი.
ელექტრონული ფოსტა მატერიალური ფორმის წერილის ელექტრონული ეკვივალენტია. მიუხედავად მისი სისწრაფისა, იგი მყისიერი არ არის და სრულად შეესაბამდება ჩვეულებრივი ფოსტის გაგზავნისთვის არსებულ წესებს.
ü UNCITRAL-ის მოდელური კანონი ელექტრონული ფოსტის გაგზავნასთან დაკავშირებით.
UNCITRAL-ის მოდელური კანონი ელექტრონული ვაჭრობის თაობაზეკონკრეტულად არეგულირებს საერთაშორისო სტანდარტს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს დადებულად ელექტრონული შეტყობინებებით, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დადებული ხელშეკრულებები
ü საქართველოს სასამართლო პრაქტიკა ელექტრონულ ფოსტასთან დაკავშირებით
საქართველოში არსებული სასამართლო პრაქტიკა ელექტრონული ფოსტის სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით ძალზე მწირია და იმავდროულად არამყარად არგუმენტირებული.
2011 წლის 27 ივნისის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად #ას-683-644-2011140 სასამართლომ უარი თქვა გამოეყენებინა მტკიცებულებად ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინება კრების მოწვევის თაობაზე, რადგან მსგავსი წესი კრების მოწვევაზე არ ყოფილა გათვალისწინებული საწარმოს წესდებით.
ü ვებ–გვერდის საშუალებით დადებული ხელშეკრულება
„ვებ–ფორმულარის მეშვეობით გარიგების დადება ხდება ვებ–გვერდზე მოცემული ფორმულარის შევსებით ან ვებ–გვერდზე თანხმობის ღილაკის დაჭერით. ფორმულის შევსებით ხელშეკრულების დადება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ვებ–გვერდი მოიცავს ზოგადი ხასიათის ინფორმაციას და არა ხელშეკრულების ყველა არსებით პირობას და ის ოფერტზე მოწვევის ხასიათს ატარებს, შესაბამისად, ფორმულარის შევსება აკონკრეტებს ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ოფერტს, ხოლო ფორმულარის ვებ–გვერდის მიერ “მიღება” – აქცეპტს“
ü ხელშეკრულების დადება სოციალურ მედიაში
„სოციალურ მედიაში ხელშეკრულების დადებაში სოციალური მედიასაშუალების დახმარებით შეთანხმებას მიღწევა იგულისხმება. ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულება იდება სოციალური მედიასაშუალების მომხმარებლებს შორის, რაც უმეტეს შემთხვევაში პირდაპირი მიმოწერით („Messenger-ის“ გამოყენებით) ხდება. აღნიშნულის გათვალისწინებით შესაძლებელია, რომ სოციალური მედიის გამოყენებით ხელშეკრულების დადება, თავისი ბუნებით, გათანაბრდეს ელ. ფოსტის საშუალებით ხელშეკრულების დადებასთან“
- ელექტრონული ხელმოწერები
ü ელექტრონული დოკუმენტის, ელექტრონული ხელმოწერის და შტამპის არსი ელექტრონული დოკუმენტი, ელექტრონული ხელმოწერა და შტამპი.
ü კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და შტამპის ნამდვილობის დადგენა და შენახვა.
„ელექტრონული დოკუმენტის და ელექტრონული ხელმოწერის დეფინიციას, სახეებსა და მისი გამოყენების წესებს ითვალისწინებს 2017 წლის 21 აპრილის საქართველოს კანონი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“. აღნიშნულმა კანონმა ჩაანაცვლა მანამდე მოქმედი 2008 წლის 26 მარტის კანონი „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“
ü სერტიფიკატის გაუქმება, მოქმედების შეჩერება და ხელახლა ამოქმედება.
ü ფიცრული ხელმოწერა.
ü ევროკავშირის კანონმდებლობა ელექტრონულ ხელმოწერასთან დაკავშირებით.
„ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო რეკომენდაციები ელექტრონულ ხელმოწერასთან დაკავშირებით სამართლებრივი საკითხების მოსაწესრიგებლად. მათ შორის, UNCTIRAL-ის მიერ იქნა მიღებული მოდელური კანონი ელექტრონული ვაჭრობის სფეროში და კონვენცია ელექტრონული ხელმოწერის შესახებ.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) მიერ მიღებულ იქნა დოკუმენტი სახელწოდებით „საერთაშორისო ციფრული კომერციის გამოყენების ძირითადი წესები“ Commerce’ (GUIDEC). UNCITRAL მოდელური კანონის მიზანია სამართლის ჰარმონიზაცია, მაშინ როცა ICC-ს მიერ მიღებული დოკუმენტი ცდილობს გამოყოს ის რისკი და პასუხისმგებლობა, რაც გამომდინარებს ბიზნეს პრაქტიკიდან“
გამოყენებული ლიტერატურა:
- Rodziewicz P. Uniform law on electronic contracts as a step forward in elimination barriers of electronic commerce. 4
- Hill J. E. The Future of Electronic Contracts in International Sales: Gaps and Natural Remedies under the United Nations Convention on Contracts for the International Sale of Goods, 2 Nw. J. Tech. & Intell. Prop. 1 (2003), 28
- 2014 წლის 27 ივნისს მიღებული იქნა ასოცირების შესახებ შეთანხმება (შემდგომში „ასოცირების შეთანხმება“ ან „DCFTA“. შეთანხმების ოფიციალური ტექსტები იხ. ქართულ ენაზე: https://matsne.gov.ge/document/view/2496959?publication=0&fbclid=IwAR1XRk25y6RenzKTtCsp3P7FDPQk9hPjw3CibyqWjz4xyPrHuEkUfpJMKeo;
- UNCITRAL Model Law on Electronic Signatures 2001, available in electronic format at http://www.uncitral.org/pdf/english/texts/electcom/ml-elecsig-e.pdf.
- ჯორბენაძე ს., სოციალური მედიის სამართალი, თბ. 2019
- გაბისონია ზვიად., დომენის ცნება და სამართლებრივი რეგულირება. ჟურნ.:შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი N4/2020;
- გაბისონია ზვიად., ელექტრონული კომერციის სამართლებრივი რეგულირების ზოგიერთი საკითხი. ჟურნ. შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი N5/2020
- ლაკერბაია თ., დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის ევროპული მოდელი ხელშეკრულების უარყოფის უფლების მაგალითზე, სამართლის ჟურნალი N1, 2016
- ანდღულაძე ქ., ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დადებული ხელშეკრულება. სამართლის ჟურნალი N1, 2014