Back
asset-v1_BTU+B01+2020+type@asset+block@MINI_MBA
User Avatar

კურსის აღწერა

კურსის აღწერა

პირველი ქართულენოვანი სტარტაპ კურსი, რომელიც სრულად ხორციელდება ციფრული ტექნოლოგიებით და ხელოვნური ინტელექტით, ადამიანური რესურსის მონაწილეობის გარეშე. კურსი აერთიანებს მოდულებს მენეჯმენტის, ინოვაციური მეწარმეობის და ციფრული ტექნოლოგიების შესახებ, რომელსაც გაუძღვება ავატარი – პირველი, ქართულენოვანი ციფრული ლექტორი. ავატარის მიერ წარიმართება ლექციები, სასემინარო აქტივობები შესაბამისი დავალებებით, ჩატარდება ვებინარები. ავტომატიზირებული კურსის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები, რომელიც აღრმავებს აღნიშნულ სფეროებში თეორიულ ცოდნას და მონაწილეს უვითარებს პრაქტიკულ უნარებს წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად.

AI ავატარი BTU AI-ს ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც დაფუძნებულია ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე, ახორციელებს ქართულ ენაზე კომუნიკაციას, წარმართავს ლექციებს და არის ინტერაქციული. ავატარი შექმნილია BTU-ს სტუდენტის მიერ დაარსებული კომპანია „System Corps“-ის მიერ, BTU-ში მოქმედი HP/HPE-ს მაღალლექტნოლოგიური ლაბორატორიის რესურსების გამოყენებით.

კურსის ფარგლებში შემუშავებული მოდულებია:

  • მენეჯმენტი;
  • ინოვაციური მეწარმეობა;
  • ციფრული ტექნოლოგიები.

მენეჯმენტის მოდული გასწავლით ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნას, გუნდის მართვას, ბიზნესპროცესების სწორ დაგეგმვას, შესრულებას და კონტროლს, გაგივითრებთ ლიდერულ უნარებს, გასწავლით პროექტების და პროცესების მართვის ახალ მიდგომებს ლინის, სქრამის, ეჯაილის მეთოდების გამოყენებით და სხვა.

ინოვაციური მეწარმეობის მოდული დაგეხმარებათ იდეების გენერირებაში, გასწავლით როგორ შექმნათ მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის დიზაინი, ბიზნეს მოდელი, მოიძიოთ ფინანსები სტარტაპის შექმნისთვის, მოახდინოთ მარკეტინგული დაგეგმვა და ფასეულობის შექმნა, ინოვაციური პროცესების მართვა და ბაზარზე სწორი პოზიცინიონირება, გასწავლით როგორ მოახდინოთ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის სტრატეგიის შემუშავება და სხვა.

ციფრული ტექნოლოგიების მოდული დაგეხმარებათ მიიღოთ ცოდნა უახლესი ტექნოლოგიური ტრენდების შესახებ, რომელიც საჭიროა ინოვაციური ბიზნეს პროცესების ეფექტიანი მართვისთვის. აღნიშნული ტრენდებია ხელოვნური ინტელექტი, მეგამონაცემები, ბლოკჩეინი, ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, ნივთების ინტერნეტი, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, ჭკვიანი ქალაქები და სხვა. ტექნოლოგიური ტრენდების ცოდნა დაგეხმარებათ სტარტაპის სწრაფ განვითარებაში და მისი საერთაშორისო კომერციალიზაციის მოდელის შექნაში.

MiniMBA-ის ავტომატიზირებული ინოვაციების და მეწარმეობის კურსი, მონაწილეს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს საჭირო ცოდნა და გამოიმუშაოს უნარები, რომელიც საჭიროა სტარტაპის წარმატებული კომერციალიზაციისთვის საერთაშორისო ბაზრებზე. კურსის შექმნისთვის გამოყენებულია მსოფლიოს მოწინავე ლიტერატურა, ბიზნესგამოცემები და სამეცნიერო კვლევები აღნიშნულ დარგებში. გათვალისწინებულია საერთაშორისო ექსპერტიზა და ადგილობრივი ბაზრის თავისებურებები.

კურსის დეტალები

  • ლექციები 37
  • გამოკითხვა 0
  • ხანგრძლივობა 50 წუთი
  • დონე ყველა
  • ენა ქართული
  • სტუდენტი 2
  • შეფასება დიახ

მასალა

მასალა
უფასო