
კურსის აღწერა
კურსის გავლისას თქვენ შეისწავლით თანამედროვეობის ყველაზე ახალი და ტრენდული მიმართულების – ხელოვნური ინტელექტის არსს და მისი სამართლებრივი რეგულირების ეთიკურ და სამართლებრივ სტანდარტებს.
„ხელოვნური ინტელექტის“ სამართლებრივ სუბიექტად ცნობის პრობლემა – რამდენად რეალურია? „ელექტრონული პირის“ დაბადება სამართალში.
კურსის მიზანია მსმენელებისთვის საბაზისო ცოდნის გადაცემა:
ხელოვნური ინტელექტის სახეები და მისი გამოყენების სფეროები. დეფინიციის პრობლემა, ვიწრო ხელოვნური ინტელექტი (Узкий искусственный интеллект – NAI), ზოგადი ხელოვნური ინტელექტი (Общий искусственный интеллект – GAI), სუპერ ხელოვნური ინტელექტი (Суперискусственный интеллект – SAI).
ევროკავშირის რეგულაციები ხელოვნურ ინტელექტის ეთიკურ და სამართლებრივ საკითხებზე. „ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის ეთიკის სახელმძღვანელო“ (2019 წელი).
კურსის ათვისების შედეგად მსმენელს ეცოდინება: ხელოვნური ინტელექტის ცნება, ინტელექტის (Интеллект) დეფინიცია, ხელოვნური ინტელექტის განმარტება, ხელოვნური ინტელექტის წარმოშობა, მისი წინაპირობები, ხელოვნური ინტელექტის თეორიული დამუშავების პირველი ცდები, ხელოვნური ინტელექტის დაბადება, ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფაზები, ხელოვნური ნეირონების ქსელის აღმოჩენა და განვითარება, კომპიუტერი და ადამიანის ტვინი, ხელოვნური ნეირონების განვითარების წარმატების ინდექსი.
კურსის დეტალები
- ლექციები 1
- გამოკითხვა 0
- ხანგრძლივობა 50 საათი
- დონე ყველა
- ენა ქართული
- სტუდენტი 2
- შეფასება დიახ