
კურსის აღწერა
კურსი განკუთვნილია როგორც იურისტების, ასევე ინტერნეტის სფეროში მომუშავე სეგმენტისათვის. ასევე სამართლისა და ინტერნეტ პლატფორმების ფუნქციონირების სამართლებრივი ასპექტებით დაინტერესებული კომპანიებისთვის.
კურსის ათვისების შემდეგ, მსმენელს ეცოდინება შემდეგი საკითხები: ინტერნეტი და ციფრული პლატფორმების სამართლებრივი რეგულირების არსი, ინტერნეტში გამოსაყენებელი სამართალი – „Lex Mercatoria“, ინტერნეტ სამართალი და „პლატფორმის სამართალი“, ინტერნეტის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი რეგულირება, ინტერნეტის საერთაშორისო-სამართლებრივი რეგულირების ტენდენციები. მსმენელი აგრეთვე გაეცნობა: ცალკეული ქვეყნების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობას ინტერნეტის სფეროში. სამომხმარებლო შეთანხმებებს და გამოსაყენებელ სამართალს ინტერნეტში, ინტერნეტ სამართალის და საერთაშორისო კერძო სამართალის ასპექტებს, მხარეთა ნების ავტონომიას (Lex Voluntatis). „ციფრული პლატფორმებისა“ და ე.წ. „ონლაინ-სამომხმარებლო შეთანხმების“ დადებისას საერთაშორისო კერძო სამართლებრივ დათქმებს, ონლაინ არბიტრაჟებს (ODR) და საარბიტრაჟო დათქმებს ციფრულ პლატფორმებზე.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაერკვევიან ინტერნეტ პლატფორმებზე, ნივთების ყიდვა-გაყიდვასთან, უხარისხო ან წუნდებულ ნივთების შეცვლასთან ან ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებში.
კურსის დეტალები
- ლექციები 7
- გამოკითხვა 0
- ხანგრძლივობა 20 საათი
- დონე ყველა
- ენა ქართული
- სტუდენტი 0
- შეფასება დიახ