Back
კ

კურსის აღწერა

კურსის აღწერა

საქართველოში არსებობს მრავალი ხელშემწყობი ფაქტორები, რომელთა მიზანმიმართულად და რაციონალურად გამოყენების შემთხვევაში, კალმახის წარმოებას საქართველოში დიდი პერსპექტივა გააჩნია. ეს ფაქტორებია: უხვი, მაღალი ხარისხის წყალი; ძირითადი საკვები ინგრედიენტის (ქაფშია) ადგილობრივად ხელმისაწვდომობა; კალმახის შიდა ბაზარზე მზარდი მოთხოვნა; ქვეყანაში კალმახის მოხმარების კულტურის განვითარება; მიმზიდველი გარემო მეკალმახეობის ფერმების გარშემო (მთები) იძლევა ფერმებში აგრო-ტურიზმის განვითარების საშუალებას; ორგანული კალმახის წარმოებისა და DCFTA-ის ფარგლებში ევროკავშირის ბაზრებისა და სხვა პრემიუმ ბაზრებისთვის მიწოდების შესაძლებლობა.

კურსის ფარგლებში თქვენ აითვისებთ: საკალმახე მეურნეობებისთვის თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის, კალმახის ხელოვნური წარმოების, მისი მოვლის, პროდუქციის მიღებისა და რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებების თითქმის ყველა ეტაპს და საშუალებას.

გავლილი კურსის შედეგად თქვენ გეცოდინებათ: კალმახის ძირითადი სახეობების და ფორმების თავისებურებები, საკალმახე მეურნეობების ტიპების მრავალფეროვნება, საკალმახე მეურნეობის მოწყობის პრინციპები, ქვირითის მიღების და ინკუბაციის ტექნიკები, ლიფსიტების წარმოების ხერხები, თევზის წარმოების და კვების საკითხები, დაავადებების პროფილაქტიკის წესები, თევზის რეალიზაციის შესაძლებლობები და სხვა.

კურსის დეტალები

  • ლექციები 0
  • გამოკითხვა 0
  • ხანგრძლივობა 50 hours
  • დონე ყველა
  • ენა ქართული
  • სტუდენტი 0
  • შეფასება დიახ

მასალა

მასალა