BTU-სა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ახალმა ინიციატივამ სტარტი აიღო!
11 თებერვალი 2020

მა­თე­მა­ტი­კის ახა­ლი ოლიმ­პი­ა­დის პრე­ზენ­ტა­ცია 4 თე­ბერ­ვალს ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ტარ­და. ოლიმ­პი­ა­და ორე­ტა­პი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

პირ­ვე­ლი ეტა­პი ჩა­ტარ­დე­ბა, ელექტრო­ნუ­ლად, ოლიმ­პი­ა­დის ამო­ცა­ნე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა 13 მარტს, და აბი­ტუ­რი­ენტნს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ოს ამო­ცა­ნებ­ზე. მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლია წი­ნას­წა­რი სა­რე­გის­ტრა­ციო ფორ­მის შევ­სე­ბა.

მე­ო­რე, სა­ფი­ნა­ლო ეტაპ­ში კი, რო­მე­ლიც 5 აპ­რილს ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ტარ­დე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბით გა­ივ­ლი­ან ოლიმ­პი­ა­დის პირ­ველ ეტაპს.

რო­გორც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი ნინო ენუ­ქი­ძე გან­მარ­ტავს, ოლიმ­პი­ა­და ყო­ველ­წლი­უ­რი იქ­ნე­ბა.

„ეს არის ოლიმ­პი­ა­და არამ­ხო­ლოდ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის, არა­მედ მათი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვი­საც, სა­დაც საპ­რი­ზო ფონდს ინა­წი­ლებს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტი და მისი მა­თე­მა­ტი­კის პე­და­გო­გი. არის სამი ნო­მი­ნა­ცია, პირ­ველ ად­გილ­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტი მი­ი­ღებს 1000 ლარს და იგი­ვე ოდე­ნო­ბის ფუ­ლა­დი ჯილ­დოს - მისი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ამის გარ­და, პირ­ველ ად­გილ­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტი და­ჯილ­დოვ­დე­ბა BTU -ში სწავ­ლის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით. მე­ო­რე ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი მოს­წავ­ლე და მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­ი­ღე­ბენ 700-700 ლარს. მე­სა­მე ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი კი – 500-500 ლარს,“ - გან­მარ­ტავს ნინო ენუ­ქი­ძე.

“ოლიმ­პი­ა­და გა­მორ­ჩე­უ­ლია იმით, რომ ის მო­ი­ცავს ყვე­ლა სკო­ლას და მხო­ლოდ მა­თე­მა­ტი­ზი­რე­ბუ­ლი სკო­ლე­ბი­დან წა­მო­სუ­ლი გუნ­დე­ბი და სპე­ცი­ა­ლუ­რად ნა­ვარ­ჯი­შე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის არაა გან­კუთ­ვნი­ლი. პირ­ველ ტურ­ზე დად­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა გამ­სვლე­ლი ქულა და ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხუ­ლი ყვე­ლა მოს­წავ­ლე მოწ­ვე­უ­ლი იქ­ნე­ბა ფი­ნა­ლურ ტურ­ზე, სა­დაც ცოტა უფრო რთუ­ლი სა­კი­თხე­ბი იქ­ნე­ბა. საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი რან­გის პრი­ზე­ბია და­წე­სე­ბუ­ლი. ფაქ­ტობ­რი­ვად ეს არის ძა­ლი­ან კარ­გი სტი­მუ­ლი ახალ­გაზ­რდის­თვის, რომ თა­ვის ცოდ­ნის შე­სა­ბა­მი­სი ფი­ნან­სუ­რი სტი­მუ­ლი მი­ი­ღოს და მე­ო­რე, თუ აირ­ჩევს და წა­მო­ვა ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მის­თვის ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, შე­სა­ნიშ­ნა­ვი, ახა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია ძა­ლი­ან დიდი პერ­სპექ­ტი­ვით”,- გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს მა­თე­მა­ტი­კოს­თა კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტმა და­ვით ნატ­როშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რა­ზე BTU-სა და სა­ქარ­თვე­ლოს მა­თე­მა­ტი­კოს­თა კავ­შირს შო­რის გა­ფორმ­და მე­მო­რან­დუ­მი მო­მა­ვა­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ. შეხ­ვედ­რა­ზე ასე­ვე წა­რად­გი­ნეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მა­თე­მა­ტი­კის სი­ლა­ბუ­სი.

„ვმუ­შა­ობთ მა­თე­მა­ტი­კოს­თა კავ­შირ­თან და მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით მოხ­და მა­თე­მა­ტი­კის კუ­რი­კუ­ლუ­მის სრუ­ლი მო­დი­ფი­ცი­რე­ბა, გა­ნახ­ლე­ბა და უფრო კომ­პლექ­სუ­რი სა­ხით და­მუ­შა­ვე­ბა. დღე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მოწ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს წამ­ყვა­ნი მა­თე­მა­ტი­კო­სე­ბი, აკა­დე­მი­უ­რი სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მათი აზრი და ჩარ­თუ­ლო­ბა ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გან­სა­კუთ­რე­ბით ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან ბევრ ისეთ პრო­ექტს ვა­მუ­შა­ვებთ, სა­დაც მა­თე­მა­ტი­კის მძლავ­რი ცოდ­ნა არის კრი­ტი­კუ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ გა­ვარ­თუ­ლოთ პროგ­რა­მა”,- და­ა­მა­ტა ნინო ენუ­ქი­ძემ.