ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში არსებული მაღალტექნოლოგიური IT აკადემია და Softline Georgia აცხადებენ სასერტიფიკატო კურსების სერიას Microsoft-ის მიმართულებით დამწყები IT სპეციალისტებისათვის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს. 

„კურსის გავლის შემდგომ ჩაბარდება გამოცდა MCSA: Windows Server 2012-ის სტატუსის მისაღებად. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კურსდამთავრებულებს გადაეცემათ Microsoft სერტიფიკატი და IT აკადემიის ერთობლივი სერტიკატი BTU-სა და Softline Georgia-სგან. პირველ ეტაპზე დამწყებმა სპეციალისტებმა უნდა გაიარონ შემდეგი კურსები:
 
M20410D: Installing and Configuring Windows Server 2012;
M20411D: Administering Windows Server 2012;
M20412D: Configuring Advanced Windows Server 2012 Services. 
 

თითოეული კურსი მოიცავს 40 საკონტაქტო საათს და შეთავაზებული იქნება სტანდარტული რეჟიმით - თითო კურსი 5 დღე, დღეში 8 საათი ან 4 საათი ყოველდღე - დღის მეორე ნახევარში.


IT აკადემიის გახსნასთან დაკავშირებით, მოქმდებს აქცია და თითო კურსის ღრებულება შეადგენს 250 დოლარს. კურსს წაიკითხავს სერთიფიცირებული პროფესიონალი ტრენერი - ალექსანდრე ბუსლაევი. კურსის ენაა - ინგლისური ან რუსული, მსმენელების მოთხოვნის შესაბამისად“.
 
 
კურსზე რეგისტრაცია: