დასაქმება

მეტი სამუშაო ადგილი სტუდენტებს - უნივერსიტეტის სტრატეგიის ნაწილია.

 

იმისათვის, რომ სტუდენტი წარმატებით დასაქმდეს, მხოლოდ მიღებული განათლება არ კმარა. რიგ შემთხვევებში, დამსაქმებელი ითხოვს სამუშაო გამოცდილებას, რომელიც სტუდენტს არ აქვს. ჩვენ შევიმუშავეთ სისტემა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს დასაქმდეს, სწავლის დაწყებისთანავე, შექმნას შთამბეჭდავი პორტფოლიო და სწრაფად გახდეს კონკურენტუნარიანი კადრი.

 

სირთულეების წინაშეა სტარტაპ იდეის მქონე სტუდენტიც, რომელმაც იცის ბიზნეს გეგმის შემუშავება, მაგრამ არ შეუძლია ბიზნეს პროცესებში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება და ამ გზით ფინანსური ეფექტიანობის ზრდა. სტუდენტმა არც ის იცის, თუ რომელ ინვესტორს ან/და რა გზით წარუდგინოს საკუთარი ბიზნესიდეა. ან პირიქით, სტუდენტი სრულყოფილად ფლობს ციფრულ ტექნოლოგიებთან მუშაობისთვის საჭირო ცოდნას, მაგრამ საკუთარი გამოგონების კომერციალიზაცია და ბიზნესად ქცევა არ შეუძლია.

 

ჩვენი სტრატეგია სტუდენტების დასაქმებისთვის უპრეცედენტოა საქართველოს მასშტაბით და შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ მსურველს, დასაქმდეს სწავლის დაწყებისთანავე:

 

  • თანამშრომლობა 100-ზე მეტ ორგანიზაციასთან, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოში, გვაძლევს წვდომას ექსკლუზიურ ვაკანსიებზე, რომელიც ჩვენი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი. სტუდენტს აღარ მოუწევს სემესტრიდან სემესტრამდე დასაქმების ფორუმისათვის ლოდინი და მზადება, ვინაიდან კარიერული ცენტრი, მისთვის მოამზადებს ელექტრონულ პროტფოლიოს, CV-ს, წარმოაჩენს სტუდენტის საუკეთესო მიღწევებსა და ცოდნას და უწყვეტ რეჟიმში მოიძიებს მისთვის შესაფერის სამუშაო პოზიციას
  • წვდომა ყოველდღიურად განახლებად 10 მილიონ სამუშაო პოზიციაზე მსფლიოს მასშტაბით. სტუდენტს შეუძლია დასაქმდეს დისტანციურად, უნივერსიტეტიდან გაუსვლელად, სწავლების დაწყებისთანავე და მიიღოს შემოსავალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული კომპანიებიდან. ამაში მას დაეხმარება კარიერული ცენტრი, რომლის შუამდგომლობითაც 500ზე მეტი კადრი უკვე დასაქმდა შესაბამის პოზიციებზე
  • სტუდენტის კარიერული წინსვლის ხელშეწყობა - ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს სტუდენტის კარიერულ წინსვლას, ვურჩევთ მას ახალ, პერსპექტიულ სამუშაო პოზიციებს, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ცენტრის შუამდგომლობით, ვადგენთ სწავლის ინდივიდუალურ გეგმას სტუდენტისათვის, როდესაც ის სწავლოს იმ საგნებს, რომელიც მეტად პერსპექტიული და ხელის შემწყობია მისი წინსვლის პროცესში
  • საუკეთესო შედეგისათვის, უნივერსიტეტში შემუშავებულია საგანი ,,სამუშაოს მოძიება'' რომელსაც წარუძღვებიან საქართველოს ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი ორიგანიზაციის წარმომადგენლები. სხვადასხვა სიმულაციური მოდელებით ასწავლიან სტუდენტს შესაბამისი პოზიციის ძიებას, გასაუბრებაზე თავის წარმოჩენის ხელოვნებას, საერთაშორისო პლატფორმების გამოყენებას, პროფესიონალური პორტფოლიოს შედგენას. 

 

გამოცდილების არმქონე კადრის დასაქმება რეალურია და ჩვენ გვაქვს კონკრეტული სტრატეგია და მნიშვნელოვანი კავშირები ამ გეგმის განსახორციელებლად.