მედიატური "სილიკონ ველი თბილისში"

თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი ”სილიკონ ველი თბილისი” 16 სექტემბერს გაიხსნა.

ოფიციალურად გახსნამდე ”სილიკონ ველი თბილისი” მედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. 

პროექტის ხელმძღვანელმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს ძირითადი პროექტები ადგილზე გააცნო, პრეზენტაციები წარუდგინა და საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერებინა.