ცენტრები

კარიერული განვითარების ცენტრი

 

დასაქმება სწავლის პარალელურად - კარიერული ცენტრის მისიას წარმოადგენს. უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრი არის ფაკულტეტის დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეული. ცენტრის მიზანია უწყვეტ რეჟიმში მოიძიოს და შესთავაზოს სტუდენტებს დასაქმებისა და სტაჟირების პროგრამები, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და განუვითაროს მათ თვითდასაქმების უნარები.

 

ჩვენ გვჯერა, რომ სტუდენტს უნდა მიეცეს მუშაობის შესაძლებლობა პირველივე კურსიდან. ამ მიზნით, გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოში არსებულ 100 ყველაზე მსხვილ კომპანიასთან და შევქმენით სტუდენტის ელექტრონული პორტფელის უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს დავასაქმოთ უკლებლივ ყველა სტუდენტი.

 

უნივერსიტეტი ფლობს წვდომას დასაქმების საერთაშორისო პლატფორმასთან, რომელიც აერთიანებს ყოველდღიურად განახლებად 10 მილიონამდე ვაკანსიას მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნული ვაკანსიები შეთავაზებული იქნება ინდივიდუალურად ყველა სტუდენტისთვის. კარიერული ცენტრის გუნდი უზრუნველყოფს სტუდენტის კარიერულ წინსვლას და ახალი, მნიშვნელოვანი პერსპექტივის გაჩენას.

 

 ცენტრი ახორციელებს სტუდენტების გადამზადებას და საკვალიფიკაციო ტრენინგებს, რათა აამაღლოს მათი კონკურენტუნარიანობა შრომის ბაზარზე. ამ მიზნით, ცენტრი თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურებთანაც.


ცენტრს შემუშავებული აქვს სტუდენტური დასაქმების უპრეცედენტო სტრატეგია. სისტემურად მოიძიებს შესაფერის ვაკანსიებს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, დისტანციურად და ელექტრონულად შესასრულებელი სამუშაოსთვის. ახორციელებს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების გადამზადებას, ახორციელებს შესრულებული სამუშაოს მონიტორინგს. 

 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი მიიღებს მეტ სამუშაო ადგილს და დასაქმების მეტ პერსპექტივას.