ეკატერინე ეგუტია

 

ეკატერინე ეგუტია მუშაობს თიბისი ბანკში იურიდიული დეპარტამენტის უფროსად 2015 წლის ოქტომბრიდან . მანამდე ეკატერინე მუშაობდა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის" თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე. ამ პერიოდში ის მონაწილეობდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებებში (პასუხისმგებელი იყო ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებაზე), და ასევე წარმოადგენდა საქართველოს დელეგატის რანგში მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციაში 2010-2014 წლებში. 2009-2010 წწ. პერიოდში ეკატერინე ეგუტია მუშაობდა ფინანანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსად. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებამდე ეკატერინე მუშაობდა იურიდიულ ექსპერტად და კონსულტანტად გაეროს განვითარების პროგრამაში (2007-2008) და ასევე ევროკავშირის პროექტებში (2005-2007).