ინფრასტრუქტურა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი განლაგებულია სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე, თბილისის ცენტრში, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს თანამედროვე ციფრული ტექნიკით აღჭურვილი კომპიუტერული ლაბორატორიები, აუდიტორიები, ბიბლიოთეკა და სამკითხველო დარბაზი, ბიზნეს აქსელერატორი და ინკუბატორი, სპორტული კომპლექსი. საწყის ეტაპზე, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა მზად არის მიიღოს 3500 სტუდენტი, სასწავლო, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის.

 

უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს საფეხბურთო მოედანი, საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი, ტირი, სასწავლო ღვინის მარანი, ეკოპარკი.

2020 წლამდე, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე აშენდება სტუდენტური კამპუსი.

 

უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებთან.