კონკურსი ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე ინგლისური ენის მიმართულებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში

 

 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ინგლისური ენის მიმართულებით

 

 

  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად ინგლისური ენის მიმართულებით 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს პირი რომელსაც აქვს:

ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში და უნივერსიტეტში პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 5 (ხუთი)  წლის გამოცდილება;

ბ) უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ საერთშორისო სერთიფიკატებს CELTA, DELTA.

 

 

  • პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამეცნიერო პუბლიკაცია  (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) სწავლებისა და კვლევების კონცეფცია/გეგმა.

 

  • საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს ელექტრონული სახით 2017 წლის 24 აგვისტოდან   2017 წლის 24 სექტემბრამდე, ელექტრონულ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.; კონკურსის შედეგები განთავსდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.btu.edu.ge) 2017 წლის  2 ოქტომბერს.