ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ეკონომიკის, მათემატიკისა და პოლიტიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის საშტატო ერთეულებზე.

 

 

  1. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ და აქვს არანაკლებ 5 (ხუთი) წლის პრაქტიკული გამოცდილება სფეროში;

ბ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი მქონე პირი, რომელსაც  აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის პედაგოგიური და  3 (სამი) წლის პრაქტიკული გამოცდილება სფეროში.

გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი მქონე პირი, რომელსაც განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ და აქვს არანაკლებ 5 (ხუთი) წლის პრაქტიკული გამოცდილება სფეროში.

კონკურსი გამოცხადდა 2017 წლის 7 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვრა პერიოდი 2017 წლის 10 ივლისიდან 20 ივლისამდე.

 

  1. კონკურსი ცხადდება ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით

საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით

ეკონომიკის მიმართულებით

მათემატიკის მიმართულებით

პოლიტიკის მიმართულებით

სამართლის მიმართულებით

 

  1. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 

ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამეცნიერო პუბლიკაცია  (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) სწავლებისა და კვლევების კონცეფცია/გეგმა;

თ) ერთი საგნის სილაბუსი.

  1. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს ელექტრონული სახით 2017 წლის 10 ივლისიდან 2017 წლის 20 ივლისამდე, ელექტრონულ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

  1. კონკურსის შედეგები განთავსდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.btu.edu.ge) 2017 წლის 30 აგვისტოს

 

მიმაგრეფული ფაილები:

 

ანკეტა

 

განაცხადის ფორმა