პროფესორების კონკურსი 23.12.2016

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსტეტი აცხადებს  ღია კონკურსს  პროფესორის სამ საშტატო ერთეულზე სამსახურში მისაღებად  ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით შემდეგი პირობებით:

 

  1. უნივერსიტეტის პროფესორად 5 (ხუთი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 8 (რვა) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და ბოლო 5 წლის მანძლზე იმპაქტ ფაქტორის მქონე საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებული 5 სამეცნიერო სტატია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

 

  1. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს ელექტრონული სახით 2017 წლის 23 იანვრიდან 2017 წლის 7 თებერვლამდე ელექტრონულ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.;

 

  1. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

 

ა) განცხადება რექტორის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 

ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) სამეცნიერო პუბლიკაციები (მინიმუმ 5)

ზ) კვლევების კონცეფცია/გეგმა;

თ) ერთი  საგნის   სილაბუსი სადოქტორო საფეხურისათვის.

განცხადების ფორმა

ანკეტა