პროფესორების კონკურსი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ეკონომიკის, მათემატიკისა და  პოლიტიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის საშტატო ერთეულებზე.

  

  1. ბიზნესისა და ტექნოლოგიების ასოცირებულ პროფესორად 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს:

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

ბ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და არანაკლებ 3 (სამი ) წლის პრაქტიკული გამოცდილება სფეროში;

გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 5 (ხუთი) წლის პრაქტიკული გამოცდილებით ბიზნესის ადმინსტრირების მიმართულებით ან 5 (ხუთი) წლის გამოცდილებით საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.

 

კონკურსი გამოცხადდა 2016 წლის 27 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვრა პერიოდი 2016 წლის 27 ივლისიდან 5 აგვისტომდე. კონკურსის შედეგები განთავსდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.btu.ge) 2016 წლის  15 აგვისტოს.

  1. კონკურსი ცხადდება ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით - 30  საშტატო ერთეული

საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით - 20 საშტატო ერთეული

ეკონომიკის მიმართულებით - 20 საშტატო ერთეული

მათემატიკის მიმართულებით - 20 საშტატო ერთეული

პოლიტიკის მიმართულებით - 10 საშტატო ერთეული

სამართლის მიმართულებით - 5

 

  1. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 

ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) სამეცნიერო პუბლიკაცია  (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) სწავლებისა და კვლევების კონცეფცია/გეგმა;

თ) ერთი საგნის სილაბუსი.

  1. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს ელექტრონული სახით 2016 წლის 27 ივლისიდან 2016 წლის 5  აგვისტომდე,   ელექტრონულ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

განცხადების ფორმა

ანკეტა