პირველი მაღალტექნოლოგიური სასწავლო ცენტრი "სილიკონ ველი თბილისი" გაიხსნა

გიორგი კვირიკაშვილი - "სილიკონ ველი თბილისი" ძირეულ ცვლილებებს შეიტანს მაღალი ტექნოლოგიებისა და მთლიანად ტექნიკური განათლების მიმართულებით.

ძალიან მახარებს, რომ კერძო ინვესტორებმა აიტაცეს ინიციატივა და თბილისში დღეს უკვე ვხსნით ახალ, კერძო, მაღალტექნოლოგიურ ცენტრს ”სილიკონ ველი თბილისი”. 

,,სილქნეტი’’  და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი თანამშრომლობას იწყებენ

კომპანია ,,სილქნეტსა’’ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის კომუნიკე გაფორმდა, რომლის მიხედვით დაგეგმილია ერთობლივი სასწავლო და ბიზნეს პროექტების განხორციელება.

თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გადამზადებული კადრების ინტეგრაცია და დასაქმება ,,სილქნეტში’’.

 

BTU Kids შაბათ-კვირის სკოლა

BTU Kids შაბათ-კვირის სკოლა უპრეცენდენტო პროექტი დაიწყო. 

,,საქართველოს რკინიგზა" ახალ ტექნოლოგიებზე გადადის

 "საქართველოს  რკინიგზა" და  ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი  ციფრული ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობას იწყებენ.

ურთიერთობის  კომუნიკე ,,საქართველოს რკინიგზის’’ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა  გააფორმეს.

 

მედიატური "სილიკონ ველი თბილისში"

თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი ”სილიკონ ველი თბილისი” 16 სექტემბერს გაიხსნა.

ოფიციალურად გახსნამდე ”სილიკონ ველი თბილისი” მედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. 

პროექტის ხელმძღვანელმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს ძირითადი პროექტები ადგილზე გააცნო, პრეზენტაციები წარუდგინა და საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერებინა.