კომპანია “Splunk”-მა სილიკონ ველი თბილისთან თანამშრომლობა დაიწყო

სპლანკი აშშ-ს სილიკონ ველიში დაფუძნებული მულტინაციონალური კორპორაციაა,  რომელიც მეგამონაცემების (Big Data) ძიების, მონიტორინგის და ანალიზის პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნის. კორპორაციის წლიური შემოსავალი 1 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება და Fortune 100 რეიტინგის თანახმად, მის მომხმარებლებს შორის აშშ-ს 80 უმსხვილესი კომპანიაა. მათ შორის Apple, აშშ-ს საფონდო ბირჟა “NASDAQ” და სხვა.

ბიზნესისთვის, სპლანკი განუსაზღველ შესაძლებლობებს იძლევა. მისი გამოყენებით,  შესაძლებელია ბიზნესის მართვისთვის საჭირო უნიკალური მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღება. მის მიერ დამუშავებული მეგამონაცემებით (Big Data) შესაძლებელი გახდა მომხმარებელის სწორად შეფასება, მომსახურების გაუმჯობესება, საოპერაციო ხარჯების, ბიზნეს რისკების შემცირება და ა.შ.

საქართველოს ბაზარზე, სპლანკის შემოსვლა მნიშვნელოვნად დაეხმარება ადგილობრივ კომპანიების განვითარებაში და შესაძლებლობას მისცემს მათ, ეფექტურად აითვისონ  გლობალური ბაზრები. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე დაიწყო მეგამონაცემთა ტექნიკური ლაბორატორიის შექმნა, სიმულაციური და სასწავლო პროგრამების ინტერგრირება, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე ბიზნესით დაინტერესებული მხარეებისთვის.

კომპანია სპლანკის მიერ ორგანიზაებული  ტექნიკური ტრენინგი (დასწრება უფასოა),  ამ სფეროში მოღვაწე ნებისმიერი მსურველისთვის გაიმართება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, 8 ივნისს 9:00-17:00 სთ-ზე.
მისამართი: თბილისი 0162, ი.ჭავჭავაძის გამზირი N82

 

სარეგისტრაციო ბმული: