საქართველოს ღირსშესანიშნეობები მსოფლიოს ციფრულ მედიაში „ვურუსულად“ გავრცელდება.

#shareGeorgia

პირველი ევროპელები, კოლხური ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები, მეღვინეობის კულტურის ამსახველი უძველესი არტეფაქტები, ქართველ მეფეთა და დიდგვაროვანთა მემორიალური ნივთები, XIX-XX სს. ქართული მხატვრობის შედევრები - ეს ღირსშესანიშნაობების მცირედი ჩამონათვალია, რომელიც სულ მალე მსოფლიოს ციფრულ სამყაროში „ვირუსულად“ გავრცელდება.

,,გახდი საქართველოს ციფრული ელჩი’’ - მოწოდებას, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად აჟღერებს სოციალური კამპანია, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიის, გეოგრაფიული მრავალფეროვნების და სხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის ციფრულ მედიაში „ვირუსულად“ გავრცელებას გულისხმობს.

#shareGeorgia-ს კამპანიაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს.  საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ყველა სოციალური მედიის მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა გააზიაროს უნივერსიტეტის მიერ შექმნილი პოსტები ან  შექმნან  საკუთარი  ჰეშთეგით #shareGeorgia.

 

საქართველოს ეროვნული საგანძურის მსოფლიოში პოპულარიზაციის მიზნით, ახალი პროექტის პირველი პარტნიორი საქართველოს ეროვნული მუზეუმი ხდება.

 

პროექტი წლის ბოლომდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას, სოციალური მედიის მომხმარებლების გარდა, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები მიიღებენ.

 

პროექტის პრეზენტაცია გაიმართება 24 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახ. ეროვნული გალერეაში.

მის: რუსთაველის  გამზირი 11