BTU - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში Google - ის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა Silicon Valley Tbilisi Challenge, რომლის ოფიციალური პარტნიორი იყო Softline Georgia.

მონაწილეები ორი დღის განმავლობაში მუშაობდნენ თემაზე - განათლება და Google - ის სერვისი.

პროექტი წარმატებით დასრულდა, გუნდებმა ერთმანეთსგან განსხვავებული და  ძალიან საინტერესო პროდუქტები შექმნეს. მომავალ თაობას ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართ დიდი ინტერესი აქვს და აქტიურად არიან ჩართულები ამ მიმართულებაში.

მონაწილეების  მიერ წარმოდგენილმა ინოვაციურმა პროექტებმა საუკეთესო შთაბჭდილებები დატოვა.

გამარჯვებულ გუნდს Softline Georgia - სგან საჩუქრად გადაეცა პერსონალური კომპიუტერები აგრეთვე, ყველაზე ახალგაზრდა 13 წლის მონაწილეც პერსონალური კომპიუტერით დაჯილდოვდა.

გამარჯვებულმა გუნდმა შექმნა ონლაინ პლათფორმა მასწავლებლებისთვის და ლექტორებისთვის, რომელსაც როგორც სკოლის მოსწვლეები, მშობლები ასევე სტუდენტები გამოიყენებენ. პლატფორმა დაეხმარება აკადემიურ პერსონალს ხარსხის გაუმჯობესებაში.

პროექტი მხარდამჭერები იყვნენ: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ჯეოლაბი, GDG Tbilisi, Leaving Stone.