17-21 მაისს Silicon Valley Tbilisi - ის სივრცეში არსებულ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, i/o Extended ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა Google- ის კვირეული.

კვირეული ყოველ წელს იმართება და მისი მიზანია გააცნოს მომხმარებელს გასული წლის შემაჯამებელი ანგარიში, მოახდინოს ახალი პროდუქტის პრეზენტაცია და გაცნოს სამომავლო ტენდენციები.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: სილიკონ ველი თბილისი, GDG Tbilisi, სარეკლამო სააგენტო “Leavingstone'' და ჯეოლაბი.

კვირეულის ფარგლებში გაიმართა პირდაპირი ტრანსლაცია ყოველწლიური ღონისძიებიდან i/o Extended რომელიც კალიფორნიის შტატში ჩატარდა.

ასევე მოეწყო Leavingstone -ის talk Google Ads – ის შესახებ.

კვირეულის ფარგლებში ჩატარდა Codelab - ის შესახებ workshop.

კვირეულის ბოლოს ჩატარდა Silicon Valley Tbilisi Challenge.