Google კვირეულის ფარგლებში 20-21 მაისს Silicon Valley Tbilisi Challenge გაიმართება. შეჯიბრი 2 დღიანია და განკუთვნილია ვებ და მობილური აპლიკაციების დეველოპერებისთვის და დიზაინერებისთვის.

 

Silicon Valley Tbilisi Challenge მთელი შეჯიბრის  მსვლელობისას უზრუნველყობს მონაწილეთათვის სამუშაო გარემოს, ყველა საჭირო ინვენტარს, კვებას.  

 

შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებს Silicon Valley Tbilisi Challenge კომიტეტის მიერ შერჩეული გუნდები.

 

ერთი გუნდის წევრთა რაოდენობა არაუმეტეს 3 მონაწილისა.

 

შეჯიბრის თემა მონაწილეებისთვის ცნობილი გახდება 20 მაისს 10 საათზე.

 

რა უნდა წარმოადგინოს მონაწილე გუნდმა შეჯიბრზე?

ყველა წევრის პირადობის მოწმობა, სამუშაო პერსონალური კომპიუტერი.

 

რით ჯილდოვდება გამარჯვებული?

დაჯილდოვდება 1,2,3 ადგილზე გასული გუნდები. ჯილდოს შესახებ ინფორმაცია

გასაჯაროვდება შეჯიბრის დასრულებისას.

 

სად ტარდება Silicon Valley Tbilisi Challenge?

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 82

რეგისტრაცია შესაძლებელია 19 მაისის 23:59 -მდე.

 

მონაწილეობის მიღებისათვის მსურველებმა საჭიროა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა: