Google კვირეული

17-21 მაისს Silicon Valley Tbilisi-ის სივრცეში არსებულ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, i/o Extended ღონისძიების ფარგლებში გაიმართება Google კვირეული.

კვირეული ყოველ წელს იმართება და მისი მიზანია გააცნოს მომხმარებელს გასული წლის შემაჯამებელი ანგარიში, მოახდინოს ახალი პროდუქტის პრეზენტაცია და გაცნოს სამომავლო ტენდენციები.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: სილიკონ ველი თბილისი, Google Developers Group (GDG) Tbilisi, სარეკლამო სააგენტო ,,Leavingstone'' და Geolab. კვირეულის ფარგლებში გაიმართება პირდაპირი ტრანსლაცია ყოველწლიური ღონისძიებიდან i/o Extended კალიფორნიიდან, გუგლის პროდუქტების და ახალი შესაძლებლობების განხილვა, აგრეთვე Silicon Valley Tbilisi Challenge - 2 დღიანი შეჯიბრი დეველოპერებისთვის, პროგრამისტებისთვის, სტარტაპერებისთვის, ტექნოლოგიებით დაინტერესებული ყველა ადამიანისთვის.


განრიგი:

✔ 17 მაისი:
➸ 20:00 კვირეულის გახსნა 
➸ 21:00 i/o Extended Google Keynote live ტრანსლაცია კალიფორნიიიდან

✔ 18 მაისი: 
➸ 18:30 Leavingstone - Google Ads 
➸ 19:30 i/o Extended live ტრანსლაცია კალიფორნიიდან AMP Ads: Better Advertising on a Faster Web 

✔ 19 მაისი: 
➸ 12:00 - ციფრული საწარმოების EXPO
➸ 15:30 - CodeLab Workshop
➸ 17:30 - Google Products
➸ 18:30 - Google Firebase
➸ 19:30 - i/o Extended live ტრანსლაცია კალიფორნიიდან: Machine Learning and AI (how to accelerate your app with AI)

✔ 20 მაისი: 
➸ 09:00 – Silicon Valley Challenge

✔ 21 მაისი: 
➸ 09:00 – Silicon Valley Challenge