13 მაისი 12 საათი - ჭადრაკი: ევროპის ჩემპიონი კომპიუტერის წინააღმდეგ.

ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე HP Slice მცირე ზომის კომპიუტერის წინააღმდეგ მმატჩს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართავს.

უნივერსიტეტი და კომპანია HP inc. ხდება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პარტნიორი და ერთობლივად უზრუნველყობს ეროვნულ ნაკრებს მომზადებისთვის საჭირო ტექნოლოგიებით.

თამაშს დაესწრება საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, მოქმედი, ვეტერანი და დამწყები მოჭადრაკეები.

 

Softline და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს საჩუქრად გადასცემს პერსონალურ კომპიუტერებს.

2017 წელს აპრილში ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ რიგით მე-18 ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მე-11 ტურში, ნანა ძაგნიძემ ფრედ დაასრულა შეხვედრა ნატალია პოგონინასთან და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნანა ძაგნიძე პირველი ქართველი ქალია, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა.